"დიახ, მე არ მაქვს 90/60/90 პარამეტრები,მაგრამ ვარ ბედნიერი,რადგან არსებობენ ადამიანები,რომელთაც შეუძლიათ შემიყვარონ ისეთი,როგორიც ვარ " - განაცხადა დემი ლოვატომ
დემი ლოვატო, რომლისთვისაც 2011 წელი ყველაზე ნაყოფიერი და წარმატებული აღმოჩნდა და დაძაბული და შრომატევადი მუშაობის შემდეგ გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ თაიმაუტი აეღო და გარკვეული დროით შეესვენა.ასეც მოხდა, მაგრამ ახლახანს ლოვატომ ახალი ალბომი გამოუშვა, რომელმაც სრულიად შეცვალა ხალხის აზრი და პირველად დააფასა ის, როგორც მომღერალი.ერთ - ერთ ბოლო ინტერვიუში დემი ლოვატო ამბობს: - " დიახ, მე არ მაქვს 90/60/90 პარამეტრები, მაგრამ ვარ ბედნიერი, რადგან არსებობენ ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ შემიყვარონ ისეთი, როგორიც ვარ. მახსოვს, ბარნის გადაღებებზე პირველად მომინდა თავის მოკვლა. გადამღები ჯგუფი დამცინოდა ჩემი გარეგნობის გამო და მახინჯ იხვს მეძახდა.ძალიან მტკიოდა გული".
წლების მანძილზე დემის გარეგნობა ყოველთვის გარჩევის საგანი იყო და მოურიდებლად დასცინოდნენ სიმსუქნის გამო, რაც მიზეზი გახდა მისი დეპრესიისა, რის გამოც მან 7 წლის ასაკში თვითმკვლელობა სცადა.