x
image
ბუბუ007
ყველაზე სახიფათო აეროპორტი მსოფლიოში
image

მსოფლოს ყველაზე სახიფათო აეროპორტად აღიარებულია ნეპალის ტენცინ-ჰილარის აეროპორტი, რომელიც მდებარეობს ციცაბო კლდეზე ზღვის დონიდან სამი ათას მეტრზე.

ამ შემთხვევაში აეროპორტს მხოლოდ ერთი ასაფრენი ზოლი აქვს, არ არსებობს საკონტროლო კოშკი, რადარი, სანავიგაციო სისტემა ასე, რომ პილოტები უნდა ეფუძნებოდნენ საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას.

თუ პილოტმა ვერ გამოთვალა ზუსტად საფრენი ველი დიდი შანსი არის იმისა, რომ იქვე მდებარე კლდეს შეეჯახოს.პილოტი თვითფრინავის საფრენ ზოლზე დაშვებისას ყურადღებით უნდა იყოს, იმის მიუხედავად რომ ნისლში ხედვა ძალზე ჭირს და უნდა შეძლოს 460 მეტრის სიგრძისა და 20 მეტრი სიგანის მქონე ასაფრენ ზოლზე თვითფრინავის მშვიდობიანად დაშვება, წინააღმდეგ შემთხვევაში უბედური შემთხვევა გარდაუვალია.


სწორედ ამიტომ, ტენცინ-ჰილარის აეროპორტი(ასევე მას ლუკლას აეროპორტს ეძახიან), რომელიც მდებარეობს ქალაქ ლუკლაში ნეპალის აღმოსავლეთით, უწოდებენ მსოფლიოს ყველაზე სახიფათო აეროპორტს, რომელიც ნამდვილად არ არის განკუთვნილი სუსტი გულის მქონე ადამიანთათვის.

ცოტა ხნის წინ აეროპორტი კიდევ ერთხელ გახდა ტრაგიკული შემთხვევის ადგილი, სადაც მცირე თვითფრინავის ჩამოვარდნისას 14 ადამიანი დაიღუპა.

1970 წლეების შემდეგ, რაც აეროპორტი შევიდა ექსპლუატაციაში, ლუკლამ უკვე “უმასპინძლა'' წარმოუდგენელი რაოდენობის ავარიებს, მაგრამ ამის მიუხედავად, მამაცი ტურისტები, რომლებსაც ხანმოკლე მგზავრობით სურთ იხილონ მთა ევერესტი, წინააღმდეგ შემთხვევაში ხუთ დღიანი მგზავრობა მოუწევთ უმაღლეს მწვერვალამდე მისაღწევად.

2
48
6-ს მოსწონს
ავტორი:ბუბუ007
ბუბუ007
48
  
2013, 24 ივლისი, 16:47
ეხლა ისე ვარ წავიდოდი ნამდვილად და დაე მაგ ადგილს და დაფრენის მომენტს გადაეწყვიტოს ჩემი ყოფნა არყოფნა :)
2013, 24 ივლისი, 16:29
მანდ არ წავალ სულ რომ უკვდავება მომანიჭონ.... :)))))))))
0 1 2