პროზა სიყვარულია ძალი ყოველი 2013, 23 ივლისი, 21:37 ![]() გაზაფხულმაც ამოჰყო თავი მთის კიდურებიდან. მწვანედ აიშალა მინდორი, ხეები გადაიპენტნენ თეთრად, თითქოს თოვლის წვიმა მოსულაო.გაზაფხულის მახარობელმა ყვავილებმა ნაზად ამოყვეს თავი და დაამშვენეს ედემის ბაღი. პირველი მერცხალიც დაწინურდა და სახლის შენებას შეუდგა. არც მოსახლეობას ეძინა დიდხანს. თავები წამოჰყვეს თუ არა, ერთიც გაიზმორნენ და სამუშაოს შეუდგნენ. სიცოცხლეს ხალისი მიეცა. ახალი სისხლი აიმღვრა და დაიღვარა მათ ძარღვებში, გულს გაჩერება აღარ ეწადა, ყველა ფუსფუსმა აიტანა, დღეები ჩვეულ კალაპოტში ჩადგა. მათ ერთმანეთი ნათესავის სახლში გაიცნეს. გოგონა ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როცა კაცმა ის შეამჩნია და თავაზიანი საუბარი გაუბა. გოგონას გული გამალებით უცემდა, თუმცა, ამის დამალვას კარგად ახერხებდა.მათ ერთმანეთი მოეწონათ. თეო სკოლაში ყოველდღე დადიოდა, სწავლით იყო დაკავებული და სიყვარულის უზენას გრძნობას წინ აღუდგა. კაცი მას თავს არ ანებებდა, თავის სიყვარულს უმტკიცებდა.რაც შორს მიდიოდა თეო, მით უფრო უახლოვდებოდა მას სიყვარული, გულში რამაზისადმი სითბო ეღვრებოდა. თუმცა, როდის იყო ბოროტს ეძინა. მას შეუძლია თავი ძილს მისცეს და სიზმრების სამყაროში გადაეშვას.ის თვალებს მხოლოდ ოდნავ მილულავს და ჩუმი ნაბიჯებიც საკმარისია, რომ წამოხტეს და ერთი წინადადება ხუთად წარმოაჩინოს. ახლაც ასე მოხდა. ყველაფერი სწორად გაითვალა. ცრუ ბრალდებებით წყვილს გულს უკლავდნენ. მათ ერთად გავლაც არ შეეძლოთ, რომ ბოროტის ენის ხახაში არ ჩავარდნილიყვნენ. თეოს მშობლები და სანათესაო ისე აუმხედრეს, ვერც კი მიხვდა მის თავს რა მოხდა. ჯერ კიდევ გამოუცდელი გოგონა "ლომების" ირგვლივ აღმოჩნდა და საცაა უნდა შთანთქასო. გოგონამ სკოლა მიატოვა და რამაზისგან ძალზე შორს, დედაქალაქში დაიწყო სწავლა. იმ იმედით, რომ აქ მაინც არ მოადგებოდნენ და შეძლებდნენ მათი კლანჭებიდან თავის დახსნას. თუმცა, ავს რა მოასვენებს და ახალ-ახალი ჭორების შეთხზვა მალევე იწყო. იღვრებოდა თეო ცრემლად. მისი ცრემლები წვიმასავით მოდიოდა და გულში გუბდებოდა. უთქმელობა სტანჯავდა მას. ვერ ამტკიცებდა სიმართლეს და ამით მხოლოდ საკუთარი თავი უზარალდებოდა. თეო არ იყო ენატანია, მას არ უყვარდა ბოროტი და არც თვითონ იყო ბოროტთან დაახლოებული. მეტიც მას არ შეეძლო უფროსისათვის სიტყვის შებრუნება, წყლის წვეთივით მართალიც რომ ყოფილიყო. ამ დროს მამაკაცს მოუსვენრობა ეტყობოდა. ის არ ნებდებოდა. სწამდა რომ თუ იბრძოლებდა ყველაფერი მის სასიკეთოდ შეიცვლებოდა. ბევრჯერ მოუხდა მასც ბოროტის მოგერიება, მაგრამ ის კაცი იყო და უფრო ვაჟკაცურად ხვდებოდა წინააღმდეგობებს. მან უკვე მოახერხა თეოს გულის სიმები აეტოკებინა, ახლა მეორე ნაბიჯის გადაგმა იყო საჭირო. ნაბიჯი ნელა და ფრთხილად უნდა გადაედგა, რომ სიმწრით ნაშენები წამსვე არ დაშლოდა. წლები ძალზე ნელა გადიოდა, თვე-თვეს მიყვებოდა, დღე-დღეს და სხვისთვის შეუმჩნეველი ეს წლები, წყვილისათვის ნამდვილ ჯოჯოხეთად იყო ქცეული. მათ ვერ შეძლეს მზაკვარის მორჯულება. მათი სიმართლის არავის სჯეროდა.მათ ხალხის ნდობა დაკარგეს, თუმცაღა, სიყვარულის ცეცხლი უკვე ალდებოდა. მისი თბილისში ჩამოსვლა, მეხის გავრდნას გავდა მოწმენდილ ცაზე. თეოს გულს მოუსვენრობა დაეტყო. წყლიანი თვალები სიხარულით უელავდა, თუმცა, უდიდესი ხიდის ქვეშ იდგა და იქიდან თავის დაღწევა და გამოსვლა მეორე მხარეს ძალიან უჭირდა. ისინი გამოსავალს ვერ ხედავდნენ. თეოს გათხოვების ეშინოდა, არა იმიტომ რომკაცი არ უყვარდა, არამედ ოჯახისა და ახლობლების გულისტკენასა და დაკარგვას ერიდებოდა. მათ ხომ განუცხადეს, რამაზიზე დაქორწინების შემთხვევაში ჩვენსკენ არ მოიხედოო და თეოც მათ ნებას მიჰყვებოდა, მაგრამ მისი გული საშინელი ტკივილით იყო მოცული და მასში შეხებას და ტკივილის მოშუშებას არავინ აპირებდა. ბოროტსაც რა უნდოდა სხვა, თავისი თავით კმაყოფას განიცდიდა და ხმების დაყრას უკვე აზარტულად ეკიდებოდა. ერთ ჩვეულებრივ საღამოს უჩვეულოდ დაღამდა. თეო პაემნიდან არ დაბრუნდა. მოულოდნელმა ზარმა გაიელვა და ტყვიების წვიმასავით იჭექა. თეო რამაზის ცოლად გაჰყვა. ძალით თუ ნებით, გოგონა მისი მეორე ნახევარი გახდა. ეს იყო წარმოუდგენელი რამ. ვერავინ იჯერებდა ამ ფაქტს, რადგანაც თეო ყოველთვის აღნიშნავდა, რომ თუ არა რამაზი ცოლად არავის გაჰყვებოდა, თუმცა, აქვე დაამატებდა, მე არ გავთხოვდებიო. ზეცამ დაიქუხა და თქეშით ჩამოიღვენთა დედამიწაზე ელვისებური სისწრაფით მოულოდნელი წვიმა. იქუხა თეოს ოჯახმა, შოკში ჩავარდნილ სანათესაოსა და სამეგობროს დამშვიდება არც ისე იოლი აღმოჩნდა. გაავებული ოჯახის შეკავება იოლი არ იყო. თეო რამაზისთან დარჩა, მშობლები კი ცხელ გულზე. მათ თეოს სადღეგრძელო არ აუწევიათ. ბოროტი თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა და წითლად უელავდა პირისახე. თეოს ბედნიერება ორად იყო გაყოფილი. უხაროდა მას საყვარელ მამაკაცთან სარეცელის გაყოფა და მის გვერდით ყოფნა, მაგრამ დიდად წუხდა მშობლების დაკარგვის გამო. მათი ფიქრები თეოს მშობლების შემორიგებაზე იყო მიმართული. გავიდა თვეები. თეომ და რამაზიმ მათთან უთიერთობის დაბალანსება დაიწყეს. რაც დრო გადიოდა, მით უფრო შეიყვარეს ერთმანეთი. მათ შორის სითბო და სიყვარული გაჩნდა, პატივისცემამ და მოწიწებამ დაისადგურა. მავანი მიხვდა რომ მათს შორის აგორებული ჭორები სრულ სიმართლეს არ შეესაბამებოდა, მავანი კი მაინც არ ცხრებოდა და თავისას მიერეკებოდა. ბოროტს კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. სიყვარულმა გაიმარჯვა და ამიერიდან მისი დამანგრეველი სიბოროტე და ძალა არსით არ მოიძებნება. შეუძლებელია, წინ აღუდგე იმას ცარიელი ხელებით, რასაც მშენებელმა საძირკველი კარგად გაუთხარა და კარებიც სამუდამოდ დახურა. ხალხი ბრბოა, ბრბო კი ყველაზე კარგად ხედავს სინამდვილეს, სინამდვილე კი ჭეშმარიტებაა, ჭეშმარიტება კი უსაზღვროდ დიდი სიყვარული, სიყვარული-მარადიული და უკვდავი. უკვდავია მათ გულებში ის სიყვარული, რაც წლების წინ ჩაისახა, აღმოცენდა და ფართოდ მოიკიდა ფეხი, უსაზღვროა ღვთის მადლი, როცა სიყავრული ანგარებას არ ემსახურება. სიყვარულია ძალი ყოველი. ![]() ![]() p.s. ეს ისტორია ნამდვილია. ამის დაწერის შემდეგ მათ ქალ-ვაჟი, ანდრია და მარიამი შეეძინათ. თამო ჯიქია 29 6-ს მოსწონს
|