დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ოფიციალურ "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის სტუდენტებთან შეხვედრის თაობაზე.
თამარ სანიკიძე იმ სტუდენტებს შეხვდა, რომელთაც სამინისტრო მსოფლიოს წამყვანი საგანმანათლებლო დაწესებულებების სხვადასხვა პროგრამებზე სწავლას უფინანსებს. სასტიპენდიო პროგრამას „ცოდნის კარი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2010 წლიდან ახორციელებს. ღია კონკურსის წესით შერჩეული სტუდენტები აქამდე მხოლოდ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლისათვის ფინანსდებოდნენ. წელს პირველად, კონკურსი გამოცხადდა ბაკალავრიატისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე. აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტები, სადაც საქართველოს მოქალაქეები სწავლას აგრძელებენ, მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების სარეიტინგო სიის პირველ 200 უნივერსიტეტში შედის, ხოლო, კოლეჯები სარეიტინგო სიის პირველ ასეულში. წელს ასევე პირველად, ფინანსდება სახელოვნებო და შემოქმედებითი. მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც არ გულისხმობენ აკადემიურ ხარისხს. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელიც გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შუამდგომლობით მიმართავს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კანდიდატის დაფინანსების შესახებ. წელს, სახელოვნებო და შემოქმედებითი მიმართულების ოთხი სტუდენტი დაფინანსდა. 2013 წელს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამაზე 375 განაცხადი შემოვიდა. მათგან 77 სტუდენტი (29 ბაკალავრი, 45 მაგისტრი, 3 დოქტორო) დაფინანსდა. სტუდენტთა დაფინანსება მიმართულებების მიხედვით ასე გადანაწილდა: სოციალურ-ჰუმანიტარული მეცნიერებები - 47% სამართალი - 17% ბიზნესის ადმინისტრირება - 13% სახელოვნებო -13% ზუსტი და გამოყენებითი მეცნიერებები - 10%