![საფრანგეთში მფრინავი "ფოსტალიონები"
იმუშავებენ image](http://server2.intermedia.ge/article_images/small/201307/201307231015356227.jpg)
საფრანგეთში, პროვინცია ოვორენში საფოსტო სამსახური La Poste Group-ი იუწყება, რომ გაზეთებს რადიომართვადი მფრინავი მანქანებით დაარიგებენ, რომელიც კომპანია Parrot-მა შექმნა, იუწყება Mirfactov.com-ი.ამ მომენტისათვის 20 ფოსტის თანამშრომელი და 20 უპილოტო რადიომართვადი მფრინავი აპარატი ტესტირებას გადიან, ფოსტის თანამშრომლებს შეუძლიათ აპარატები აკონტროლონ სპეციალური მოწყობილობით, რომლებიც IPod Touch, iPhone და Android-ზეა დაყენებული.მფრინავ აპარატებს შეუძლიათ აფრინდნენ 50 მეტრის სიმაღლეზე, თავისუფლად მიფრინდნენ ძნელად მისადგომ ადგილებში, გადალახონ ღობეები, გვერდი აუარონ ავ ძაღლებს.![საფრანგეთში მფრინავი "ფოსტალიონები"
იმუშავებენ image](http://server2.intermedia.ge/article_images/small/201307/201307231029476227.jpg)
![საფრანგეთში მფრინავი "ფოსტალიონები"
იმუშავებენ image](http://server2.intermedia.ge/article_images/small/201307/201307231028286227.jpg)