შოუბიზნესი ვინ ბლოკავდა ნინი ბადურაშვილს?! 2013, 22 ივლისი, 18:24 ნინი ბადურაშვილი იმ მომღერლების რიგებს მიეკუთვნებოდა, ვისაც პრეზიდენტის ფავორიტად მოიხსენიებდნენ. ალბათ, ამან განაპირობა მის ირგვლივ არსებული უამრავი ჭორი და შეკითხვები, შვილის გაჩენასაც კი არ ჩაუვლია მშვიდად. თუმცა, ნინის ბებია, ცნობილი მსახიობი ლალი ბადურაშვილი, უარყოფს გავრცელებულ ჭორებს ნინის ფავორიტობასთან დაკავშირებით და ამბობს რომ ყოფილი ხელისუფლება მის შვილიშვილს უკანონოდაც კი ექცეოდა, რადგან ხშირად უკრძალავდნენ სიმღერას და კონცერტებში მონაწილეობის მიღებას, რასაც სოფო ნიჟარაძეს აბრალებს. "სამწუხაროდ, ჩემს შვილიშვილს ხშირად სიმღერის საშუალებას კი არ აძლევდნენ, რაც ქალბატონ ნიჟარაძის დამსახურება იყო. ნინი კონფლიქტური გოგონა არ არის, ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავს, უბრალოდ, წლინახევრის ასაკიდან მღერის და ახლაც სიმღერა უნდა. რაც შეეხება პოლიტიკას, ეს მას საერთოდ არ აინტერესებს" - ამბობს ქალბატონი ლალი. მომღერალი საუბრობს ქვეყანაში მიმდინარე პროგრესზე და აცხადებს რომ "ქართულმა ოცნებამ" იმედები გაუმართლა, აქვე დასძენს რომ კოალიცია საქმეს აკეთებს ჩუმად და წყნარად, როგორც დემოკრატიულ-პოლიტიკურ ძალას შეეფერება, და ძველი ხელისუფლებისგან განსხვავებით ყველაფერს ტაშ-ფანდურით არ ხვდება. მას სამი სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატი ყავს, რომელასაც შესაძლოა მხარი დაუჭიროს. გიორგი მარგველაშვილი, ნინო ბურჯანაძე და სალომე ზურაბიშვილი მისი ფავორიტებია, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ბაქრაძეზე მას შემდეგ არის განაწყენებულიც, რაც ომის პერიოდში მოსახლეობას დანა-ჩანგლით მოუწოდა დახვედროდა მტერს. წინა ხელისუფლებით უკმაყოფილო, კმაყოფილია ახლანდელი მართველობით. 129 6-ს მოსწონს 1-ს არა
|