სხვა ყველაზე უჩვეულო და უცნაური სახელების მქონე რუსი ვარსკვლავების შვილები 2013, 21 ივლისი, 22:42 ბოლო დროს შოუბიზნესში გაჩნდა ახალი მოდა, რომელიც გულისხმობს უცნაურ და უჩვეულო სახელებს შვილებისათვის.
ცნობილი ადამიანები ფაქტიურად კონკურს მართავენ იმისათვის, რომ თავის შვილს შეურჩიონ უცნაური სახელი, რადგან მას დაეხმაროს შოუბიზნესში ვარსკვლავობას მიაღწიოს.
ამ სტატიაში გაეცნობით ცნობილი რუსი ადამიანების შვილების უცნაურ და უჩვეულო სახელებს:
მსახიობი და მომღერალი ოლგა დროზდოვას, დიდი ხნის განმავლობაში უნდოდა ბავშვი, როდესაც გაიგო რომ ფეხმძიმედ იყო თავის შვილს სახელი შეურჩია და ტიხონი დაარქვა, როდესაც დაიბადა ბიჭი მას ელიშა საეკლესიო კალენდრის მიხედვით დაარქვა.
ბალერინა ანასტასიამ თავის ქალიშვილს არაიდე დაარქვა, მაგრამ ხშირად მას არიშას უწოდებს. ნიკიტა დჟიგურდასა და მარინა ანისინას ორი შვილი ჰყავთ, ვაჟიშვილს მაიკლ ანგელო კრისტი, ხოლო ქალიშვილს ევა ჰქვია, მათ ასევე ორმაგი გვარი აქვთ :ანისინ-დჟიგურდა. ფილიპ კინკოროვმა ქალიშვილს ალა ვიქტორია დაარქვა, ხოლო ვაჟიშვილს მარტინ-კრისტო. ნატაშა კარალევა და სერგეი გლუშკომ თავის ვაჟიშვილს არხიპოვი დაარქვეს. ვიქტორია ბონიამ თავის ქალიშვილს ანჯელინა-ლეტიცია დაარქვა. მსახიობი მარია შუშკინის ტყუპ ვაჟებს ჰქვიათ ტომასი და ფოტი. “Hands Up''-ის ყოფილი გუნდის სოლისტმა სერგეი ჟუკოვმა თავის ქალიშვილს ანგელინა(ანგელოზი) დაარქვა, ხოლო ვაჟიშვილს ნიკო. ცნობილი შოუს“ავრორას'' წამყვანმა, ირინა იუდინმა თავის ქალიშვილს ავრორა დაარქვა. 475 11-ს მოსწონს 1-ს არა
|