x
მეტი
  • 03.07.2024
  • სტატია:135756
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510140
თურქეთში აღმოჩენილი 1500 წლის წინანდელი ბიბლია არის თუარა იესოს მშობლიურ ენაზე?!
imageთურქეთში მიაკვლიეს ბიბლიას, რომელიც 1500 წლისაა და რომლის ფოლიატი ტყავისაგან არის დამზადებული და საკმაოდ სქელტანიანია. ტექსტი დაწერილია ასირიული ენის ერთ-ერთ დიალექტზე, რომელიც შესაძლებელია თვით იესო ქრისტეს მშობლიურ ენას წარმოადგენდა.

ამ უძველეს და უნიკალურ საგანძურს მეცნიერებმა რვა წლის წინ მიაკვლიეს, მაგრამ ის აღმოჩენისთანავე გაქრა და პოლიციელებმა მისი მოძებნა მასშემდეგ შეძლეს რაც ქვეყნის სამხრეთ ნაწილში კონტრაბანდისტები დააკავეს.

წიგნი ამჟამად ანკარის ეთნოგრაფიულ მუზეუმშია დაცული და მეცნიერების თქმით ხანგრძლივი და დიდი რესტავრაცია ელის.

გარდა იმისა, რომ 1500 წლის ბიბლია ისტორიულ და ლინგვისტურ საგანზურს წარმოადგენს ის თეოლოგიური დავის საგნათაც იქცა. ვატიკანმა უკვე მოუწოდა ანკარას არტეფქტის მრავალმხრივი ანალიზისკენ.ვარაუდობენ, რომ უძველესი ფოლიანტი შეიძლება დაწერილი იყოს არამეულ ენაზე, ოღონდ ასირიული ანბანით.


საინტერესოა თუ რას დაამტკიცებენ მეცნიერები...

0
232
2-ს მოსწონს
ავტორი:სარიტა
სარიტა
232
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0