x
image
აბრაგი
კბილები ადამიანის ხასიათზე მეტყველებს

imageკბილების მიხედვით ნაწილობრივ შესაძლებელია ადამიანის ხასიათის ამოცნობაც. უზომოდ დიდი კბილები, როგორც წესი, ხშირად აქვთ ვნებიან და გართობის მოყვარულ ადამიანებს. როცა კბილები ზომისა და ფორმის მიხედვით თანაბარი არ არის, ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ მის პატრონს ცხოვრებაში გარკვეული მიზნები არ აქვს.

თუ კბილები ღრძილებში მყარად და ღრმად ზის, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანს მძიმე პრობლემები აწუხებს. თანაბარი ზომის და ერთნაირი ფორმის კბილების პატრონებს ცხოვრებაში ნაკლები სირთულეების გადალახვა უწევთ, რასაც ვერ ვიტყვით პრობლემური კბილების მქონე ადამიანებზე.სამწუხაროდ, მათ ხშირდ ცხოვრებაში საკმაოდ დიდი სირთულეები ხვდებათ, მთავარია გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი პრობლემა თუ უსიამოვნება კარგი გაკვეთილი უნდა იყოს მომავლისთვის, არავითარ შემთხვევაში არ ჩავარდეთ სასოწარკვეთაში. თავი ხელში აიყვანეთ და მომავალს ოპტიმისტურად შეხედეთ.


სიბრძნის კბილი

ეს, შეიძლება ითქვას, ცალკე საუბრის თემაა.. ითვლება რომ, სიბრძნის კბილის ამოსვლის შემდეგ ადამიანმა უკვე ცხოვრებისეული გამოცდილება გარკვეულწილად მიიღო. ალბათ აქედან მოდის მისი სახელწოდებაც. თუ სიბრძნის კბილის ამოსვლას თან ახლსავს ტკივილი და ეს პროცესი ჭიანურდება, ნიშნავს, რომ ადამიანი საკუთარი პიროვნების განვითარებას, ჩამოყალიბებას სათანადო დროს არ უთმობს. ხდება ისიც, რომ სიბრძნის კბილი ამოსვლისთანავე დაზიანებულია კარიესული და მტკივნეულია. მიუხედავად პრობლემისა, მაქსიმალურად უნდა ეცადოთ, კბილი შეინარჩუნოთ.

0
194
3-ს მოსწონს
ავტორი:აბრაგი
აბრაგი
194
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0