x
image
natia.a
როგორ მოქმედებს სიცილი ჩვენს ორგანიზმზე

imageყველასთვის ცნობილია, რომ სიცილი სიცოცხლეს ახანგრძლივებს. მაგრამ ორგანიზმზე სიცილის დადებითი მოქმედება მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება:
1. სიცილი არის საუკეთესო ანდტიდეპრესანტი: სულ რაღაც 1 წუთ სიცილს შეუძლია რელაქსაციის პროცედურების მთელი სეანსი შეცვალოს.

2. სიცილი ხელს უწყობს წონის დაკლებას: 10-15 წუთი სიცილის დროს ორგანიზმი იმდენ კალორიას წვავს, რამდენსაც 30 წუთში დაწვავს დარბაზში ვარჯიშისას. ამასთან, სიცილის დროს მოქმედებაში მოდის ერთდროულად 80 კუნთი.

3. სიცილი იმუნური სისტემის სტიმულირებას ახდენს: დამტკიცებულია, რომ ადამიანები, რომლებიც ხშირად იცინიან, იშვიათად ავადდებიან.

4. სიცილი ნერვებს ამშვიდებს.

5. სიცილი აახალგაზრდავებს კანს: ამ დროს სახის კუნთებში
ტონუსი იმატებს, სისხლის მიწოდება უმჯობესდება, ხდება უჯრედების დამატებითი კვება, კანს ბუნებრივი ვარდისფერი შეფერილობა და სიმკვრივე ეძლევა.

6. სიცილი კარგად მოქმედებს გულზე: ადამიანები, რომლებიც ხშირად იცინიან, 40%-ით ნაკლებად ავადდებიან გულ სისხლძარღვთა დაავადებებით, ვიდრე „მოღუშულები“.


გაიცინეთ და იყავით ჯანმრთელნი!

2
197
5-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
197
  
2013, 20 ივლისი, 22:45
ბევრი პლანი უნდა მოვწიოთ ამიტომ
2013, 20 ივლისი, 16:46
ვიცინოთ , მაგას რა ჯობია :D
0 1 2