ფეხბურთი ჩემპიონთა ლიგის ფინალის მიმოხილვა 2012, 28 აპრილი, 21:04 ალბათ ყველასთვის საინტერესოა, თუ რა მოხდება 19 მაისს. ამ დღეს თბილისის დროით 22:45 წუთზე, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს შეხვდებიან ჩელსი და ბაიერნი. ორივე გუნდმა ფინალამდე საკმაოდ რთული გზა განვლო, განსაკუთრებით სენსაციური და ემოციებით დატვირთული იყო 1/2 ფინალური შეხვედრები, სადაც მათ ასპარეზობას გამოთიშეს ორი უდიდესი ესპანური გრანდი - ბარსელონა და რეალი. ბევრი ექსპერტი თვლიდა რომ ფინალი ესპანური გუნდის გარეშე არ ჩაივლიდა, მაგრამ ბურთი მრგვალია და ეს ასე არ მოხდა. ეხლა კი შევეშვათ წარსულზე საუბარს და განვიხილოთ უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალი. ფინალური მატჩი გერმანიაში ტარდება, სადაც ბაიერნს ნამდვილად უპირატესობა გააჩნია, ამაზე არავინ კამათობს. თუმცა ჩელსი რომ თასისთვის იბრძოლებს ამაზე საუბარი ზედმეტია. ჩემი სუბიექტური აზრით შანსები თანაბარი ნამდვილად არ არის, მაგრამ თუ დი მატეომ თამაში ჩაკეტა (როგორც ბარსასთან მოიქცა) და ბაიერნს კონტრშეტევებზე ეთამაშა ( დროგბა, ტორესი ) მაშინ უშანსოდ ნამდვილად არ რჩება ჩელსი. ზოგადად ბაიერნთან გახსნილი თამაშის ჩვენება არის დიდი გმირობა, მაგრამ ფინალში "გმირობების" დრო არ არის. შედეგზე ორიენტირებული თამაში ნამდვილად გაამართლებს. ვნახოთ რა მოხდება, ფაქტი კი ერთია, საკმაოდ საინტერესო და დამაინტრიგებელი ფინალი გველის.... 56 შეფასება არ არის
|