
არქიტექტურა საოცარი სასახლე კლდეზეDar Al Hajar 2013, 20 ივლისი, 9:26 ამჯერად, შემოგთავაზებთ მსოფლიოს ერთერთ უძველს ციხესიმაგრეზე მცირეოდენ ინფორმაციას. მას მსოფლიოს ძეგლთა დაცვის საზოგადოება იცავს და დღეს ყველას შეუძლია მისი დათვალიერება.
ეს ისტორიული ძეგლი ითვლება იემენის სიამაყედ. იგი მდებარეობს სოფელ Souk Al Wadi-ს სიახლოვეს, ქალაქ Sanaa-დან 15 კილომეტრის მოშორებით, Wadi Dhar-ის ცნობილ ხეობაში. სასახლეს Dar Al Hajar ეწოდება, თუმცა ხშირად იმამის სასახლესაც უწოდებენ.
სასახლის მშენებლობის ზუსტი თარიღი უცნობია.
არსებობს ვარაუდები, რომ პირველი შენობები ისლამის შემოსვლამდე დიდი ხნით ადრეც კი გაჩნდა. ![]() ![]() ![]() შუა საუკუნეებში სასახლე თითქმის მთლიანად გაანადგურეს თურქებმა. იგი აღადგინეს მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში. ![]()
გასული საუკუნის 30-იან წლებში იმამის სასახლე მთლიანად აღადგნიეს და იგი მის საზაფხულო რეზიდენციად იქცა. ![]() ![]() ![]() ![]() ამჟამად, შენობა მუზეუმადაა ქცეული და იცავს მსოფლიო ძეგლთა დაცვის ორგანიზაცია.
შენობა 7 სართულიანია და 35 ოთახს მოიცავს. შენობაშია, აგრეთვე, სამზარეულო და სათავსოები. ![]() ![]() ![]() ![]() სასახლის ირგვლივ არის 5 ნახევრად დანგრეული სამეთვალყურეო კოშკი. ![]() ![]() ![]() იმედი მაქვს, კვლავ საინტერესო სიახლე შემოგთავაზეთ. შეგახსენებთ, რომ, ამჯერად, "გამოგზაურეთ" იემენში, სოფელ Souk Al Wadi-ს სიახლოვეს, ქალაქ Sanaa-დან 15 კილომეტრის მოშორებით, Wadi Dhar-ის ცნობილ ხეობაში მდებარე ციხე სიმაგრეში Dar Al Hajar-ში. 55 12-ს მოსწონს |
შერტონზე
ერთი წუთი დამიმატე რა