პროთეზი ძველი დროიდან გამოიყენებოდა. თანამედროვე სამყაროში თითქმის ყველაფრის პროთეზი კეთდება. პროთეზის გაკეთება ახლა უკვე ცხოველებზეც დაიწყეს და "დაინვალიდებულ" ცხოველებს "ძველებურ" ყოფას უბრუნებენ.
დელფინი რეზინის კუდით
წლების მანძილზე ეს დელფინი დელფინარიუმში ბავშვებს ართობდა (ოკინავა, იაპონია). მოულოდნელად უცხო დაავადების გამო მას კუდის ამპუტაცია ჩაუტარდა. დელფინი კუდის გარეშე ვერც ცურავდა და ვერც სხვადასხვა სახის ტრიუკებს აკეთებდა. იაპონელმა მეცნიერებმა რამდენჯერმე ცადეს მისთვის კუდის პროთეზის მორგება, რაც მესამე ცდაზე გამოუვიდათ. იაპონელ მეცნიერებთან ერთად, რეზინის კუდის შექმნაზე Bridgestone-ის საბურავების კომპანიაც მუშაობდა. ამჟამად დელფინი თავს შესანიშნავად გრძნობს ხელოვნური კუდით.
ყარყატი ნისკარტის პროთეზით
როდესაც ფრინველს ნისკარტი დაუზიანდა, იგი განწირული იყო სასიკვდილოდ. ფრინველი ვეღარ ახერხებდა ვერც ჭამას, ვერც დალევას, ვერც ნადირობას... რუმნიეთში ცხოველთა დაცვის საზოგადოების მხარდაჭერით ყარყატს 5 მოსამზადებელი ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც მას საშუალება აქვს ახალი ნისკარტით თავი მოიწონოს.
კენგურუ ხელოვნური კიდურით
ამ კენგურუმ ერთი კიდური დაკარგა. მისი კიდურის აღდგენაზე ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ზრუნავდა დოქტორ David E. Anderson-ის ხელმძღვანელობით. ვეტერინარული კოლეჯის ხელმძღვანელის, Richard Nitsch-ის დახმარებით კენგურუს შეუქმნეს ხელოვნური კიდური, რისი საშუალებითაც მას შეუძლია თავი სრულყოფილ ცხოველად იგრძნოს.