x
image
cxvedo
ცხოველები პროთეზით (ნაწილი პირველი)
პროთეზი ძველი დროიდან გამოიყენებოდა. თანამედროვე სამყაროში თითქმის ყველაფრის პროთეზი კეთდება. პროთეზის გაკეთება ახლა უკვე ცხოველებზეც დაიწყეს და "დაინვალიდებულ" ცხოველებს "ძველებურ" ყოფას უბრუნებენ.


კუ გორგოლაჭებზე


Tonka,  the Turtle on Wheels


ავსტრალიაში კუმ ფეხი ძაღლთან "ბრძოლის" დროს დაკარგა. ახლა ფეხის დანაკლისს სათამაშო გორგოლაჭები უწევენ, რისი საშუალებითაც გაცილებით სწრაფად გადაადგილდება.



ცხენი ფეხის პროთეზით


Molly,  the Horse With A Prosthetic Leg


ამ ცხენს საკმაოდ ტრაგიკული ისტორია გადახდა თავს: იგი ქარიშხალ კატრინას დროს პატრონებმა მიატოვეს 2005 წელს, ქარიშხალმა იგი სამხრეთ ლუიზიანაში "გადაისროლა", სადაც მას ფერმის ძაღლები, ბულ ტერიერები დაესხნენ თავს და კინაღამ მოკლეს. ასე დაკარგა მან წინა ფეხი, რასაც ცხოველი საშინლად განიცდიდა. მოგვიანებით ქირურგმა Rustin Moore-მა შენიშნა ეს, სწორედ ამის გამო აუღო ცხენს ზომები და საკუთარ კლინიკაში მას ახალი ფეხის პროთეზი გაუკეთა. ცხენი ამჟამად თავს მშვენივრად გრძნობს.


სპილო ფეხის პროთეზით


Motala,  the elephant with a bag of woods


ამ სპილომ ფეხი მიანმარი-ტაილანდის საზღვარზე, ნაღმზე აფეთქების შედეგად დაკარგა 1999 წელს. სპილოს ტაილანდის საავადმყოფოში უმკურნალეს, სადაც 2005 წლიდან იგი პროთეზს ატარებს. მისი პროთეზი ნახერხთ სავსე ტომარას წარმოადგენს, რაც პროთეზს მეტ ელასტიურობას სძენს.


იმედი მაქვს, საინტერესო სიახლე შემოგთავაზეთ.






1
37
10-ს მოსწონს
ავტორი:cxvedo
cxvedo
37
  
2013, 17 ივლისი, 9:01
ნეტა ასე ადამინები ერთმანეთზე ზრუნავდნენ...
0 1 1