შოუბიზნესი Cory Monteith-ის ცხოვრება 2013, 14 ივლისი, 15:54 ![]() 16 სხვადასხვა სკოლის გამოცვლის შემდეგ, მათ შორის პრობლემური ახალგაზრდების გამოსასწორებელი ცენტრები, მან საბოლოოდ 16 წლის ასაკში მიატოვა სკოლა. ამ დროისთვის მისი ალკოჰოლზე და ნარკოტიკებზე დამოკიდებულება უფრო გაიზარდა და იგი უკვე ფულს მეგობრებს და ოჯახის წევრებს პარავდა დოზის საყიდლად. მის ცხოვრებაში გარდატეხა 19 წლის ასაკში მოხდა, როცა დედამ და მეგობრებმა იგი სარეაბილიტაციო ცენტრში გაუშვეს. მოგვიანებით Monteith-მა განაცხადა ამასთან დაკავშირებით: " მე ძალიან იღბლიანი ვარ ამდენი მხარდამჭერი რომ მყავს, მეიღბლიანი ვარ რომ ცოცხალი ვარ." 2011 წელს კი მან მიიღო უმაღლესი სკოლის დიპლომი. მანამ სანამ იგი ცნობილი გახდებოდა Monteith-ი სხვადასხვა ადგილებში მუშაობდა, მათ შორის Wal-Mart-ის მიმღებად, ტაქსის და სკოლის ავტობუსის მძღოლად. ![]() Monteith-მა სამსახიობო კარიერა მცირე როლების შესრულებით დაიწყო ისეთ ფილმებში და სერიალებში, როგორებიც არის: Final Destination 3, Smallville, Supernatural, Flash Gordon, Stargate Atlantis. 2009 წელს მსახიობმა მონაწილეობა მიიღო Fox-ის სერიალში Glee, სადაც იგი Finn Hudson-ის როლს ასრულებდა, რომელმაც დიდი წარმატება მოუტანა Monteith-ს და ათასობით ახალგაზრდის კუმირი გახადა. ![]() 2010 წელს Monteith-მა მონაწილეობა მიიღო რომანტიულ კომედიაში Monte Carlo. ![]() Monteith-ი ხვდებოდა ასევე სერიალ Glee-ს მსახიობს Lea Michele-ს. 2013 წლის 31 მარტს მსახიობმა ნებაყოფლობით აღიარა ნარკოტიკზე დამოკიდებულება და სამკურნალოდ მიაკითხა სპეციალურ დაწესებულებას, საიდანაც 26 აპრილს სრული კურსის გავლის შემდეგ დაბრუნდა. ![]() 2013 წლის 13 ივლისს, 31 წლის ასაკში Monteith-ი აღმოაჩინეს მკვდარი თავის ოთახში, Fairmont Pacific Rim სასტუმროში. ზუსტი მიზეზი ჯერ საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის, საბოლოო დასკვა 15 ივლისს გახდება ცნობილი. მსახიობის წარმომადგენლებმა კონფერენციაზე დაადასტურეს უკვე ეს სამწუხარო ინფორმაცია ოფიციალურად: Cory Monteith-ი გადაიცვალა, ჩვენ ძალიან ვწუხვართ რომ გვიწევს ამ სამწუხარო ამბის დადასტურება. ჩვენ შოკში ვართ და ვგლოვობთ ამ ტრაგიკულ დანაკარგს." ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 44 4-ს მოსწონს
|