რელიგია მამა იონე (მაისურაძე) და მამა გიორგი (მხეიძე) 2013, 13 ივლისი, 7:13 XIX საუკუნეში მოღვაწეობდნენ ქართველი ბერები მამ გიორგი (მხეიძე) და მამა იოანე (მაისურაძე), რომლებიც საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდანებად შერაცხა. მამ გიორგი და მამა იოანე მარტო უვლიდნენ მონასტერს ბევრი გაჭირვებაც გადაიტანეს, მაგრამ მათმა სულიერმა სიძლიერემ ადვილად გადაატანინათ, უდიდესი მისია შეასრულეს ქართველი ერის წინაშე, ჩვენ შემოგვინახეს წმინდა ადგილი და მონასტერი, რომელიც XII-XIII საუკუნეში არის აგებული და განსაკუთრებულად უვლიდნენ.
დავითი: "ერთხელ ასეთი შემთხვევა მახსოვს, ლოცვად ვდგავარ
(მამა იოანე და მამა გიორგი.) დილით და რადგან სამსახურში მიმეჩქარებოდა ვფიქრობდი, ნეტავ მალე მორჩებოდესთქო, მამა იოანე კი აგრძელებდა, უცებ მამა გიორგი, რომელიც ეზოში რაღაცას საქმიანობდა, შემოვიდა და მამა იოანეს სთხოვა დაეჩქარებინა, რადგან მე მაგვიანდებოდა. შევკვრთი, მან ხომ ჩემი ფიქრები წაიკითხა! დაგვაპურეს და გამოგვისტუმრეს. გზაზე გამოსულებს ერთმა მძღოლმა მანქანა გაგვიჩერა და გამოგვკითხა, ბეთანიიდან მოვდიოდით თუ არა, მამა გიორგი მოიკითხა და თბილისში წაყვანა შემოგვთავაზა. მთელი მგზავრობის განმავლობაში ელდანაცემივით ვიჯექი: მამა, მოხუც ბერს ჩემი ფიქრები წაუკითხავს და ულოცია კიდეც, რომ შინ მშვიდობით დავბრუნებულიყავით! აი თურმე როგორები არიან ბეთანიელე მამები!" ვანო პაპა: " მამა იოანეს და მამა გიორგის ერთი პერიოდი ისე უჭირდათ, რომ გლეხებს ქერს უმკიდნენ მცირეოდენი გასამრჯელოს ფასად". დავითი: " ბეთანიის მონასტერში ბერებს ყოველთვის უჭირდათ ნავთი და აი ერთხელაც, ზურგჩანთით ავიტანე ნავთი, მაგრამ მას საცობი ცუდად ეფარა და ზურგში ჩამღვროდა ერთიანად დავსველდი, მაგრამ ვერ ვგრძნობდი, მეგონა გავოფლიანდი, როცა ადგილზე მისულმა გავიხადე აღმოჩნდა, რომ ზურგი მთლად დაწითლებული მქონდა მოძღვარმა შეათვალიერა ჩემი დაწყლულებული ზურგი, ჯვარი გადასახა და მითხრა: "არაფერია ხვალისთვის, რომ ადგები, ყველაფერი კარგად იქნება!" მართლაც, მეორე დღეს ზურგი სრულიად ჯამრთელი მქონდა, დამწვრობის ნიშანი კი აღარ დამრჩენოდა, მაშინვე მამა იოანესთან გავიქეცი და ვახარე, მან კი მიპასუხა: "ჰო, შვილო ეს ყოვლაწმინდა ღვთისმშობლმა განკურნა!" ასეთები იყვნენ და არიან ჩვენი ბერები, ბევრი მონასტერია საქართველოში და ეს ყველაზე მნიშნელოვანი ჩვენი ქვეყნის სიძლიერისთვის და ჩვენის სულიერი სიძლიერისთვის. მამა იოანეს და მამა გიორგის წყლის პირას პატარა წისქვილი გაუკეთებიათ, ეს წისქვილი სამადლოს ხევში მდებარეობს, ახლა ეს წისქვილი არ არსებოს, ხოლო წისქვილის ქვა მამა იოანეს და მამა გიორგის საფლავთან ახლოს დევს. 105 2-ს მოსწონს
|