x
image
ტორნადო07
35 ცხოვრებისეული კანონზომიერება (ნაწილი I)
წარმოგიდგენთ საინტერესო კრებულს, რომელიც გვიჩვენებს თუ რა და როგორ ხდება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. image


1)გვერდით მდებარე რიგი ყოველთვის უფრო სწრაფად მიიწევს წინ (ეტორეს დაკვირვების შედეგი).image


2)თუ ვერაფერი გშველის, ბოლოს და ბოლოს წაიკითხე ინსტრუქცია (კანას და ორბენას აქსიომა).image


3)ძებნა უნდა დაიწყო ძებნისათვის ყველაზე შეუფერებელი ადგილიდან (ძიების კანონი).image



4)არასოდეს არ გვყოფნის დრო იმისათვის, რომ საქმე როგორც წესია ისე გავაკეთოთ, მაგრამ მის გადასაკეთებლად დროს ყოველთვის ვპოულობთ (მესკიმენის კანონი).image


5)რთული დავალების შესრულება ყველაზე ზარმაც თანამშრომელს დაავალეთ, ის უფრო ადვილ ხერხს იპოვის მის შესასრულებლად (ჰლეიდის კანონი).image


6)ძეხვის მოყვარულებისა და კანონის პატივისმცემელი ადამიანებისათვის არ არის საჭირო დაინახონ თუ როგორ კეთდება ის (ძეხვის კანონი).image


7)გუნდური მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია, ყოველთვის იპოვი ვინმეს ვისაც გადააბრალებ (ფინგეილის მერვე კანონი).image


8)თქვენ არასოდეს გეყოფათ ან დრო ან ფული (ლერმანის კანონი).image


9)სამუშაოს პირველი 90% გართმევს დროის 10%-ს, დანარჩენი 10% კი დროის დარჩენილ 90%-ს (პროექტის შესრულების ვადის კანონი).image


10)როდესაც არ უნდა მოიჭრა ფრჩხილები ერთ საათში ისინი აუცილებლად დაგჭირდება (უიტენის კანონი).image


11)როდესაც დაგჭირდება ხეზე დაკაკუნება, აღმოაჩენ, რომ სამყარო პლასტმასისა და ალუმინისგან შედგება (ფლაგის კანონი).image


12)ყველა სამუშაო ადვილია ადამიანისათვის ვისაც მისი გაკეთება არ უწევს (ჰოლტის კანონი).image


13)ნებისმიერი ბრძანება, რომელიც შეიძლება გაგებულ იქნეს არასწორად, აუცილებლად იქნება გაგებული არასწორად (სამხედრო აქსიომა).image


14)ადამიანები მზად არიან შეასრულონ ნებისმიერი სირთულის საქმე, როდესაც ამის გაკეთება უკვე აღარ არის აუცილებელი (ზიმერგის ნებაყოფლობითი შრომის კანონი).image


15)ექსპერტი ეს არის ნებისმიერი ადამიანი სხვა ქალაქიდან (მარსის კანონი).image


16)გამოცდილება დაზიანებული მოწყობილობების რაოდენობის პირდაპირპროპორციულად იზრდება (ჰორნერის პოსტულატი).image


17)არასოდეს გამოგდის აკეთო რაღაც ერთი (ჰარდინის კანონი).image


18)ყველაზე საინტერესო ექსპონატებთან არასოდეს არის დაფა მისი სახელით (ზოოპარკებისა და მუზეუმების ჯოუნსის კანონი).image

3
424
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
424
  
2013, 12 ივლისი, 19:23
მეხუთე მომეწონა:)))
2013, 12 ივლისი, 17:23
მადლობა გენაცვალე
2013, 12 ივლისი, 14:31
ძალიან კარგი სტატიაა!
0 1 3