ქალი გოგომ ფეხი მოიჭრა ფეხების გასასწორებლად და მაღალქუსლიანებით წავიდა გამოსაშვებ საღამოზე 2013, 10 ივლისი, 15:12 15 წლის იზაბელ პაპანდრონიკოსმა ექიმს მარჯვენა ფეხის მოაჭრევინა, პროთეზი გაიკეთა, მაღალქუსლიან ფეხსაცმელებზე შედგა და გამოსაშვებ საღამოზე მიბაკუნდა.
სკოლის მოსწავლემ საბერძნეთიდან, რომლის მარჯვენა ფეხიც მარცხენაზე 8 სანტიმეტრით მოკლე იყო დაბადებიდან, ერთი წლის წინ გადაწყვიტა - რადაც არ უნდა დაჯომოდა, გამოსაშვებ საღამოზე მაღალქუსლიანებით მისულიყო. და მივიდა კიდეც, ერთი კვირის წინ, ოღონდ ოცნების ახდენა ფეხის მოჭრად დაუჯდა. ფეხის მოჭრის გადაწყვეტილება თვითონ მიიღო, რადგან სადღაც მოჰკრა ყური, რომ ამზადებდნენ პროთეზებს საგანგებოდ ქუსლიანი ფეხსაცმლისთვის. მშობლებს უთხრა და ისინიც დასთანხმდნენ. პროთეზის თანხა ( 8 ათასი დოლარი ) იზაბელის დედ-მამამ ქველმოქმედი ორგანიზაციების წყალობით შეაგროვა. "ყველა გაოცებული დარჩა, ისე ბუნებრივად გამოიყურებოდა ჩემი ფეხი – თქვა იზაბელმა – თავს მშვენივრად ვგრძნობდი და მთელი საღამო ქუსლიანი ფეხსაცმელები მეცვა, თუმცა კი სხვა დროს ყოველთვის დაბლებით დავდივარ. ადრე მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელები არასდროს მცმია და ამით უფრო ადვილი ყოფილა ცეკვა ვიდრე ბოტასებით. ერთი კია, რომ ბოლოს მარცხენა ფეხი დამეღალა". 6013 17-ს მოსწონს
|