კვების რაციონი ჩვენს თვითშეგრძნებაზე უშუალოდ აისახება. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მხოლოდ ერთი პროდუქტის მოხმარების შემცირება ჰიპერტონიას ძლევს. ექიმებმა ოფიციალური განცხადება გააკეთეს: მარილი წნევას მაღლა სწევს. ადამიანს, რომელიც საკვებში ბევრ მარილს მოიხმარს, მით მეტი რისკი აქვს ჰიპერტონია და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები განუვითარდეს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, მარილის ნორმა დღეში არაუმეტეს 5 გრამისაა, მაშინ როცა ადამიანთა უმეტესობა 10 გრამამდე მოიხმარს. ხოლო წნევის ნორმალიზაციისთვის აუცილებეილია მარილის 1, 5 გრამამდე შემცირება.