კონსტანტინე გამსახურდიამ ბობოქარი გზა განვლო ქართულ ლიტერატურაში.მისი ერთ-ერთი უდიდესი ნაწარმოები არის "დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა"
ძალიან მიყვარს ეს ნაწარმოები და განსაკუთრებით მეფე გიორგის სიკვდილის ეპიზოდი და აღსარება.მე პირადად გიორგი მეფე მისი უდიდესი ცოდვების მიუხედავად სიკვდილისთვის არ მემეტებოდა.ძალიან მომწონს ეს სიტყვები "დამანელა აზნაურებისა და სარდლების კინკლაობამ, პიპა.ჩვენში ყველას ზნაურობა სწყურია, ყოველ ნაცარქექიას სარდლობა."
ახლაც ასეა მუდამ ბიზანტიელებს თუ ვეგებოდით ფეხ ქვეშ ახლაც ესეთებად დავრჩით "თითქოს"
"სიმთვრალეში კარგი ვაჟკაცები ვართ და კარგი რიტორები-სიფხიზლის დროს ჩადენილი ცუდკაცობა სიმთვრალეში გვავიწყდება ხოლმე"
შეიძლება ბევრს არ მოსწონდა, მაგრამ ამ აღსარების შემდეგ მე პირადად მეფე სხვანაირი თვალით დავინახე და ძალიან ბევრ რამეში დავეთანხმე.დღესაც ასეა მერე რა, რომ საუკუნეები გავიდა მეფობა და ბატონყმობა აღარ არსებობს.ხალხიც შეიცვალა, მაგრამ მათი ფსიქოლოგია არ შეცვლილა და რატომღაც მგონია, რომ არც შეიცვლება..თითქოს ვიბრძვით სიახლისკენ და ევროპისკენ, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც ისეთებად დავრჩით.ხალხის სიმცირეს მივტიროდით, მაგრამ დიდკაცი თუ გამოგვიჩნდებოდა, მას ისე დავკორტნიდით როგორც დაკოდილ ძერას ყვავები.
განსხვავებულობა გვინდა, მაგრამ როცა ვინმე განსხვავებულს ვნახავთ მის ჩასაძირად ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ ვიბრძვით ევროპისაკენ და განათლებაზეც გვაქვს პრეტენზია..
ეს ჩემი აზრია კიდევ ბევრია ამ თემაზე სათქმელი და მეც ბევრი მაქვს სასაუბრო.არაჩვეულებრივი წიგნია და თუ ვინმეს არ გაქვთ წაკითხული (და ასეთი სამწუხაროდ ბევრია, ქართველ მწერლებს არ კითხულობენ და მოდას აყოლილები "მოდურ" წიგნებს კითხულობენ და ეს გონიათ განათლებულობა ) გირჩევთ წაიკითხოთ.