ქანდაკება ქაღალდის გასაოცარი ქანდაკებები 2013, 9 ივლისი, 0:48 რა შეიძლება გააკეთო უბრალო თეთრი თაბახის ფურცლისგან? გაწაფული ხელები, ფანტაზია, მხატვრული ნიჭი და ერთი შეხედვით არაფრისმთქმელი ქაღალდისგან უმშვენიერესი ქანდაკებები შეიძლება გამოვიდეს.
წარმოგიდგენთ რამდენიმე ხელოვანს და მათ ნამუშევრებს. 1. ჯეფ ნიშინაკა (Jeff Nishinaka) თავისი ნამუშევრებისთვის მხოლოდ თეთრ ქაღალდს იყენებს, რაც მის შედევრებს ჰაეროვნებას ანიჭებს. მხატვარი ჯერ მონახაზს აკეთებს, შემდეგ თითოეულ დეტალს გამოჭრის და ამუშავებს. საბოლოოდ კი აწყობს მრავალშრიან ნამუშევარს. ნიშინაკას ქანდაკებები განსაკუთრებით მოცულობითი ჩანს სწორი განათების დროს. ხშირად ავტორი ფერად შუქსაც იყენებს უფრო მეტი ეფექტისთვის. ჯეფ ნიშინაკა დღეისთვის ლოს-ანჯელესში ცხოვრობს და ასზე მეტი ნამუშევარი აქვს შექმნილი, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში გამოიფინება. იგი შეკვეთებს იღებს სხვადასხვა ცნობილი კომპანიებისგან, მათ შორის, თანამშრომლობს Paramount Pictures-თანაც. ნიშინაკას ყველაზე ძვირადღირებული ნამუშევარი გაიყიდა ტოკიოში, 64 000 ფუნტ სტერლინგად. ეს არის საკმაოდ მასშტაბური ქანდაკება: ნაყოფით დახუნძლული ხე, ფრინველები, ბალახი და ყვავილები (იხილეთ ფოტო). 2. მეუღლეები ალენი და პატი ეკმანებიც (Allen and Patty Eckman) იყენებენ ქაღალდს, ოღონდ მათი ნამუშევრები ნამდვილად სამგანზომილებიანია. ისინი ქაღალდს ალბობენ და სველი მასისგან აკეთებენ ფიგურებს. გაშრობის შემდეგ კი დეტალებს აპირკეთებენ. ეს საკმაოდ შრომატევადი და სკრუპულოზური სამუშაოა, რომელიც ხშირად თვეობით გრძელდება. თუმცა ლოდინად ნამდვილად ღირს. 3. კანადელი მხატვრის, კელვინ ნიკოლსის (Calvin Nicholls) ნამუშევრები ძირითადად ცხოველების თემას ავითარებს და ქმნის ნამუშევრებს სარეკლამო კომპანიებისთვის, კერძო კოლექციებისა და გალერეებისთვის. თავისი ნამუშევრებისთვის კელვინი იყენებს ჩვეულებრივ ქაღალდს, სკალპერსა და წებოს. ნიშინაკას მსგავსად ისიც ჯერ ცალკეულ დეტალებს ამუშავებს და შემდეგ აწყობს კომპოზიციას. 103 2-ს მოსწონს 1-ს არა
|