x
"უცხოელების თვალით"

ქართული ჯარი

ყველაზე მძიმე დღეები დაუდგა 2008 წელს, კიდევ ერთხელ მოუწია დაემტკიცებინა რუსეთისთვის, რომ ბოლომდე დაიცავდნენ საკუთარ სამშობლოს, საკუთარ მიწა–წყალს და ეს მოახერხეს ჩვენმა ჯარისკაცებმა და მათმა თავდადებამ, ვაჟკაცურმა ბრძოლამ მთელი მსოფლიო აალაპარაკა, მათ შორის რუსი ჟურნალისტები.

უცხოელი ჟურნალისტების შეფასებები.

ქართველი ჯარისკაცები


ВРЕМЯ НОВОСТЕЙ: "ქართველების დაჯგუფება ძლიერი იყო. მათ ჰყავდათ საფრონტო და არმიული ავიაცია, ჰქონდათ ზეზუსტი იარაღი.. რუსეთის თვითმფრინავების დაკარგვა იმით აიხსნება, რომ ქართველების თანამედროვე საზენიტო–სარაკეტო სისტემები "ოსა", "ტოპი" და "ბუკი" ჰქონდათ".

ავტორი: რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების სარდლის

ყოფილი მოადგილე, აიტეჩ ბიჟევი.

The New York Times: "ამერიკელი სამხედრო ოფიცრების გასაკვირად, არასრულყოფილმა ქართულმა საჰაერო თავდაცვის სისტემამ მინიმუმ ექვსი რუსული თვითვმფრინავის ჩამოგდება მოახერხა. სუ–25, სახმელეთო ძალების საწინააღმდეგო მოძველებული თვითმფრინავი, ყველაზე მოწყვლადი ჩანდა.

საქართველოს არასოდეს ჰქონია ინტეგრირებული, მთელი ქვეყნის მომცველი საჰაერო თავდაცვის სისტემა და ის მიწა–ჰაერის ტიპის იარაღებია, რომლებიც რუსეთის საწყის დაბომბვებს გადაურჩა, ყოველგვარი ცენტრალური კონტროლის გარეშე მოქმედებდა, ხოლო ზოგიერთი მათგანი სამხედრო რადარების გარეშეც კი, ვინაიდან რადარები რუსული დარტყმების შედეგად განადგურდა". ავტორი: ტომ შენკერი

UPI.COM: "“...რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ რუსებმა გადააჭარბეს საქართველოს ხელთ არსებული განვითარებული შეიარაღების შეფასებისას, მაგრამ აშკარაა, რომ ამერიკელმა სამხედრო მრჩეველებმა ენერგიულად იმუშავეს, რათა გაეუმჯობესებინათ საქართველოს შეიარაღებული ძალები "ნატოს" სტანდარტებამდე...."

ავტორი: მარტინ სიფი

აშშ–ის არმიის კაპიტანი ჯეფ ბარტა: "ქართველებს საბრძოლო სულისკვეთება არ აკლიათ."

ჩვენ სამშობლოს უძველესი დროიდან ბევრი მტერი ჰყავდა, მაგრამ არავისთვსი დაუთმიათ ჩვენი წმინდა მიწები ჩვენს წინაპრებს, სამშობლოს დასაცავად ყველა მიდიოდა ვისაც ძალა ერჩოდა.

3
76
3-ს მოსწონს
ავტორი:გიორგი ქაროსანიძე
გიორგი ქაროსანიძე
76
  
2013, 8 ივლისი, 19:27
დაფასება და პატივისცემაა მთავარი და მემგონი ასე არის.
2013, 8 ივლისი, 16:49
ეს სტატია იმსახურებს ზევით, მთავარ ადგილას დასმას
2013, 8 ივლისი, 16:48
ქედს ვიხრი ქართული ჯარის წინაშე
0 1 3