x
image
ბესო დანელია
მაიკლ ოუვენის მანქანას კვერცხები დაუშინეს

image

ინგლისური კლუბის "სტოკ სიტის" მოთამაშეებმა კვერცხები და ფქვილიანი პარკები დაუშინეს თანაგუნდელის, მაიკლ ოუვენის მანქანას. მაიკლმა მოგვიანებით თავისი დასვრილი მანქანის სურათი ტვიტერში გამოაქვეყნა. გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელებს ასე სურდათ 33 წლის ოუვენის "პენსიაზე" გაცილების მოწყობა. 12 მაისს ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა ბოლოს წინა მატჩი ჩაატარა თავის კარიერაში. "სტოკ სიტი" საკუთარ მოედანზე ლონდონის "ტოტენჰემთან" დამარცხდა 1:2, მაგრამ თავად ოუვენმა მთელი თამაში სათადარიგო სკამზე გაატარა. ფეხბურთელმა თავის ტვიტერში იმ მოთამაშეთა სახელებიც ჩამოთვალა, რომლებიც ვანდალიზმში ეჭვიტანილებად მიიჩნია. ესენი არიან: რობერტ ჰუტი, დინ უატჰედი, ჯონათან უოლტერსი, პიტერ კრაუჩი და მეთიუ ეტერინგტონი. თავად ფეხბურთელის თქმით, სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ მუშაობას სპორტულ კომენტატორად გააგრძელებს. კარიერის განმავლობაში ისეთ ინგლისურ კლუბებში ითამაშა, როგორებიცაა: "ლივერპული", "ნიუკასლი", "მანჩესტერ იუნაიტედი" და "სტოკ სიტი". ასევე ის გაურკვეველი დროის მანძილზე "რეალ მადრიდის" ღირსებასაც იცავდა. ინგლისის ეროვნულ ნაკრებში მაიკლ ოუვენმა, რომლიც ერთ დროს "ოქროს ბიჭუნად" იყო შერაცხული, 89 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 40 გოლი გაიტანა.

image

image

0
44
11-ს მოსწონს
ავტორი:ბესო დანელია
ბესო დანელია
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0