ფეხბურთი საფეხბურთო ისტორიაში მომხდარმა უსასტიკესმა ტრაგედიამ მსოფლიო შეძრა - ბრაზილიაში მსაჯს თავი მოჰკვეთეს 2013, 7 ივლისი, 18:33 სენსაციებით მდიდარია საფეხბურთო ისტორიები, მაგრამ ამჯერად ის რაც ბრაზილიაში მოხდა, ყველასთვის შოკისმომგვრელი, სასტიკი და აღმაშფოთებელია.ბრაზილიის ჩრდილო - აღმოსავლეთით მდებარე შტატ მარანიანში საფეხბურთო მატჩი შემზარავი მკვლელობით დასრულდა.ყველაფერი ფეხბურთელის გაძევებით დაიწყო.შეხვედრის არბიტრმა ოტავიო და სილვამ ფეხბურთელ სანტოს აბრეუს წითელი ბარათი უჩვენა, რამაც მისი გაღიზიანება და უკმაყოფილება გამოიწვია. მათ შორის კონფლიქტი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა, რომლის შეჩერება ვერავინ შეძლო და სწორედ ამ მომენტში მსაჯმა ფეხბურთელს დანით ჭრილობა მიაყენა.
დაჭრილი ფეხბურთელის - ჟოსენიორ დოს სანტოს აბრეუს განრისხებული და გაბრაზებული გულშემატკივრები, ნათესავები და ახლობლები სტადიონზე შეიჭრნენ და მსაჯი ქვებით ჩაქოლეს, შემდეგ კი სასტიკად თავი მოჰკვეთეს და მოკვეთილი თავი მოედნის ცენტრში დადეს.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ამ შემზარავი ფაქტის ამსახველი ვიდეო მასალა (რომელსაც შეგნებულად არ ვაქვეყნებ), აგრეთვე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტრიბუნაზე მყოფმა მაყურებლებელთა ერთმა ნაწილმაც მოახერხა ამ შემზარავი ფაქტის ვიდეო ფირზე გადაღება, რათა პოლიციას საქმის გამოძიებაში დაეხმარნონ. როგორც საინფორმაციო წყაროები იტყობინებიან, ბრაზილიაში - მარანიანის სტადიონზე მომხდარი ტრაგედიის გამო პოლიციამ ჯერჯერობით მხოლოდ ორი ეჭვმიტანილის დაკავება მოახერხა. 102 16-ს მოსწონს 3-ს არა
|