x
image
natia.a
ოპტიკური ილუზიები, რომლებიც ნამდვილად გაგაოცებთ!
ოპტიკური ილუზია ეს არის ვიზუალური წარმოდგენა საგანსა ან მოვლენაზე, რაც რეალობას არ შეესაბამება, ანუ ოპტიკური შეცდომაა.

სიტყვა "ილუზია" ლათინური წარმომავლობისაა და ნიშნავს "შეცდომას". ოპტიკური ილუზიების ახსნით დიდი ხანია ინტერესდება მეცნიერება. ზოგიერთ მათგანს უკვე აქვს მეცნიერული დასაბუთება, ზოგი კი დღემდე აუხსნელია.


ამჯერად წარმოგიდგენთ რამდენიმე განსაკუთრებით საინტერესო ილუზიას.


1. დაუსრულებელი შოკოლადი. თუკი შოკოლადს ზუსტად ისევე გავჭრით 5 ნაჭრად და ამ ნაჭრებს იმავე თანმიმდევრობით გადავაადგილებთ, როგორც სურათზეა, საინტერესოა, რატომ რჩება დამატებითი ნაჭერი?



image








2. ხის ნაჭრები. იმის მიხედვით თუ რომელ ბოლოში უყურებთ, ხის ნაჭრები ერთმანეთზე დევს ან ერთმანეთის გვერდით არის მოთავსებული.



image















3. "კაფეს კედელი". ნახატზე გამოსახული ხაზები ერთმანეთის პარალელურია, მიუხედავად იმისა, რომ ასე არ გვეჩვენება. ეს ილუზია პირველად აღმოჩენილ იქნა ბრისტოლის კაფე Wall-ში, აქედან მოდის მისი სახელწოდება.


image










4. პიზას კოშკი. მარჯვენა სურათზე პიზას კოშკი მეტად დახრილი გვეჩვენება, ვიდრე მარცხენაზე. მაგრამ დეტალურად თუ დააკვირდებით, მიხვდებით, რომ სინამდვილეში მათ ერთნაირი დახრილობა აქვთ.


image








5. ბურთულები, რომლებიც ქრება. დააკვირდით რამდენიმე წამი ცენტრში გამოსახულ ჯვარს. შენიშნავთ თანდათან როგორ იწყებს წრეზე სირბილს მწვანე ბურთულა, ხოლო ვარდისფერები ქრებიან.


image




























6. შავ-თეთრი ილუზია. 30 წამი დააკვირდით სურათის ცენტრში არსებულ ოთხ წერტილს, შემდეგ ჭერში აიხედეთ და თვალები დაახამხამეთ. რა დაინახეთ?


image


























7. ეს ანიმაცია არ არის, უბრალო ნახატია, რომლის ყველა ელემენტი უძრავია.


image











8. თვალი? შემთხვევით გადაღებული ფოტო, რომელზეც გამოსახულია ნიჟარაში ჩამავალი ქაფი, თუმცა უფრო თვალს ჰგავს.


image









9. ჰიპნოზი. დააკვირდით ნახატის ცენტრს 20 წამი და შემდეგ გადაიტანეთ მზერა ვინმეს სახეზე ან უბრალოდ კედელზე.


image










10. ოთხი წრე. სურათზე სინამდვილეში 4 წრეა გამოსახული და არა სპირალი.



image











11. მოციმციმე პოსტერი. მიუხედავად იმისა, რომ უძრავია, სურათზე რომელ წერტილშიც არ უნდა გადაიტანოთ მზერა ციმციმი არ შეწყდება.




image


2
1473
5-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1473
  
2013, 16 ივლისი, 17:01
დიდი მადლობა. მიხარია თუ მოგწონთ.
2013, 15 ივლისი, 22:55
ძალიან მომწონს თქვენი სტატიები
0 1 2