x
image
natia.a
ქუთაისში პედაგოგმა სასერტიფიკატო გამოცდა 6-იანის გამო დატოვა

image"ინტერპრესნიუსის" ცნობით, 2013 წლის მასწავლებელთა სასერტიფიკატო გამოცდა პროფესიულ უნარებში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა პროტესტის ნიშნად დატოვა.


ქუთაისში, აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში განთავსებულ საგამოცდო ცენტრში მისულ "მართლმორწმუნე" პედაგოგს პირველად პროტესტის გრძნობა მაშინ გაუჩნდა, როცა შეიტყო, რომ მისი მერხის ნომერი 6 იყო. ამას ისიც დაემატა, რომ მარცხნივ მდებარე მერხის ნომერი 6-ზე მთავრდებოდა, მარჯვნივ მდებარესი კი 6-ზე იწყებოდა. ასე რომ ერთად სამი ექვსიანი იყრიდა თავს!


პედაგოგმა, რომელმაც, თავისივე თქმით, მთელი ცხოვრება ეკლესიაში სიარულში გაატარა, ამდენს ვერ გაუძლო და სასწრაფოდ დატოვა "უწმინდური" აუდიტორია. უფრო მეტიც, საგამოცდო პროცედურაც დაარღვია და უწყისში ხელი არ მოაწერა იმ მიზეზით, რომ 6-იანის გვერდით მისი გვარი არ დარჩენილიყო.








3
57
6-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
57
  
2013, 5 ივლისი, 21:47
არა. ყოველ შემთხვევაში მედია წყაროებში არ დასახელებულა.
2013, 5 ივლისი, 20:53
ხომ არაა ცნობილი მასწავლებლის სახელი და გვარი???
2013, 5 ივლისი, 17:08
ცრურწმენა ცოდვაა და შავმა კატამ რო გადაგირბინოს, მე-13 რო იყო სიაში და 666 მერხი მოგიწიოს არ უნდა მიაქციო ყურადღება...ეგ უკვე რწმენა კი არა პაკაზუხობაა )
0 1 3