ჩინურმა პოლიციამ ასობით ყალბი აიფონის კონფისკაცია მოახდინა. თავიდანვე გეტყვით, რომ საქმე ეხება არა მობილურ მოწყობილობებს, რომლის კლონიც უამრავია გამოსული, არამედ გაზის ღუმელებს, რომლებიც დამზადებულია ადგილობრივი "ხელმარჯვე ოსტატების" მიერ.
პოლიციის საწყობში ამჟამად 681 ცალი გაზის ღუმელია სახელად აიფონი. აღსაღნიშნავია, რომ ყოველ ღუმელს, ეიფლის ლოგოტიპისა და სახელწოდების გარდა, აქვს სერთიპიკაციის ნიშანი, რაც მოწმობს იმას, რომ მოცემული ტექნიკა დამზადებულია კომპანია Apple China Limited-ის მიერ.
ამჟამად პოლიცია არკვევეს, ვინ არის ამ ღუმელების მწარმოებელი. ნებისმიერ შემთხვევაში, პოპულარული კომპანია ეიფლის სახელის გამოყენებით ფულის შოვნის მცდელობა მწარმოებლებს წყალში ჩაეყარათ.