x
ინგლისის ულამაზესი სოფლები.

imageინგლისი ცნობილია თავისი ულამაზესი სოფლებით, რომლებიც პოპულარობით სარგებლობს როგორც ტურისტებს, ისე ქალაქების მოსახლეობას შორის, სოფლებში სტრესული ყოფისგან თავდასაღწევად და ულამაზესი ხედებით დასატკბობად ჩადიან.
საოცრად მომხიბლავი ძველებური სახლები მხოლოდ ინგლისური სოფლებისთვის დამახასიათებელი სახურავებით (Thatchedroofs - ჩალის/ლერწმის სახურავი), ულამაზესი, ყოველთვის კარგად მოვლილი ბაღები და ბოსტნები, უზარმაზარი ტყეები, მდინარეები, ტბები...
აქ კი გთავაზობთ ინგლისის 10 საუკეთესო სოფელს.

პოლპერო.
ეს სოფელი კორნუოლში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ადგილად მიიჩნევა. ვიწრო ქუჩები და შესახვევები, პატარა მაღაზიები, სეირნობა ნავებით... და კიდევ თევზაობისა და კონტრაბანდის გამაოგნებელი მუზეუმი.image

ქასლტონი.
ეს სოფელი 1100 წელს დაარსდა და დღემდე ძალიან პოპულარულია. განსაკუთრებით ბევრი ხალხი იქ ზაფხულობით ჩადის. სოფელში უამრავი ღირშესანიშნაობაა, მაგალითად, ციხესიმაგრე ფევერილი, შახტა ოდინი, ოთხი გამოქვაბული და სხვ. სოფელს გარს აკრავს მთიანი მიდამოები, სადაც უამრავი საცალფეხო ბილიკი და დასასვენებელი კოტეჯია.


imageქომბი.
ამ სოფელს ხშირად უწოდებენ ინგლისის ულამაზეს სოფელს. მისი მთავარი ღირშესანიშნაობა ციხე-სიმაგრეა. სოფელი განლაგებულია უილთშირში, ნაციონალური ნაკრძალის ტერიტორიაზე, სადაც უამრავი გარეული ფრინველი ბინადრობს.imageქოთსუოლდი.
ეს სოფელი, რომელიც გლოსთერშირში მდებარეობს, მხატვარმა უილიამ მორისმა აღწერა, როგორც „ინგლისის ყველაზე ლამაზი სოფელი“. სოფლის მთავარ ვიწრო გზას მდინარე კოლნთან მიყავხართ, რომელსაც ულამაზესი ხიდი ამშვენებს. ქოთსუოლდი ტიპური სოფელია წმინდა მარიამის სახელობის პატარა ეკლესიით და ძველებური სახლებით, რომელთა უმეტესობაც XVII საუკუნეშია აგებული.imageქლოვლი.
ესაა კერძო სოფელი ვიწრო ქუჩებით, სადაც არ დადის არც ავტომობილი და არც მოტოციკლი. სოფელი გარშემორტყმულია ხშირი ტყეებით, საიდანაც ზღვასთან შეიძლება ჩასვლა. ქლოვლში სახლების უმეტესობა თეთრია. სოფელში შესვლა ფასიანია.imageემბერლი.
დასავლეთ სასექსის ერთ-ერთი ულამაზესი სოფელი მთა-გორიანი რელიეფით. განლაგებულია პატარ-პატარა გორაკებსა და ამბერლის მთას შორის უამრავი მცირე ზომის ტბებითა და ტბორებით.imageლემბერჰარსთი.
მთავარი ღირშესანიშნაობაა სქოთნის ციხესიმაგრე - ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და რომანტიკული ადგილი ინგლისში. აქვეა XVIII საუკუნის დროინდელი ბაღი Sprivers Horsmonden და სახელგანთქმული ლემბერჰარსთის ვენახი.imageჰეუორთი.
უესთ-იორკშირის ამ სოფელში არის დები ბრონტეების მუზეუმი. ისტორიულ კვარტალში ბევრი პატარა საინტერესო მაღაზია, ბარი და კაფე მუშაობს. აქვე შეიძლება ბრონტეს ცნობილი ჩანჩქერის ნახვაც.imageემბლსაიდი.
ემბლსაიდის ახლოს არის 21 მეტრიანი ჩანჩქერი, მიმდებარე ტერიტორია კი სავსეა ნარცისებით. სოფლის მთავარ ქუჩაზე რამდენიმე პატარა ქარხანაა განლაგებული, თუმცა ემბლსაიდში მაინც ინგლისური სოფლისთვის დამახასიათებელი წყნარი ატმოსფეროა. ემბლსაიდი კამბრიას საგრაფოს (ჩრდილო-დასავლეთინგლისი) ნაწილია.imageფლეთფორდი.
ეს გამაოგნებლად ლამაზი სოფელი აღმოსავლეთ ბერგჰოლთის ახლოს მდებარეობს და XVIII ასწლეულის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილია. აქ თვალში მოგხვდებათ კოხტა ჩალისსახურავიანი სახლები და XVI საუკუნეში აგებული ხიდი.image

















1
192
2-ს მოსწონს
ავტორი:All.star
All.star
192
  
2013, 5 ივლისი, 13:30
მართლაც რა ლამაზია.
0 1 1