გასართობი კომპლექსი "Disneyland Resort Paris".
![გასართობი კომპლექსი "Disneyland Resort Paris". image](http://server2.intermedia.ge/article_images/small/201307/2013070711205947328.jpg)
ევროპის უდიდესი გასართობი კომპლექსი, რომელიც შედგება ორი პარკ-ატრაქციონისგან, გოლფის მოედნისა და ათი სასტუმროსაგან.
ადგილმდებარეობა: 32 კილომეტრი პარიზიდან.
გახსნის თარიღი: 1992 წელი.![გასართობი კომპლექსი "Disneyland Resort Paris". image](http://server2.intermedia.ge/article_images/small/201307/2013070711215747328.jpg)
ყოველწლიურად საფრანგეთის დისნეილენდს 13 მილიონ ადამიანზე მეტი სტუმრობს.
ფაქტობრივად, ეს არა მხოლოდ ატრაქციონების პარკია, არამედ უზარმაზარი გასართობი კომპლექსი, რომელიც 2 ათას ჰექტარ ტერიტორიას იკავებს და შედგება ორი თემატური პარკისა და გოლფის მოედნისგან (Golf Disneyland).
ასევე პარკის ტერიტორიაზე განთავსებულია პატარა სოფელი Disney Village უამრავი მაღაზიით, რესტორნით, სუვენირების მაღაზიით (რომლებიც მაშინაც კი მუშაობს, როცა პარკი დახურულია).
აქვეა ათი სამ, ოთხ და ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმროც.
Disneyland Resort Paris ატრაქციონების ორი სხვადასხვა პარკისგან შედგება: პირველია Disneyland Park, რომელიც 1992 წელს გაიხსნა და მეორე - Walt Disney Studios Park, რომლის გახსნის ცერემონიაც 2002 წელს გაიმართა.
Disneyland Park - ესაა სახელგანთქმული კომპლექსის ძირითადი ნაწილი, რომელიც კალიფორნიის დისნეილენდის მსგავსადაა მოწყობილი. ის გაყოფილია ხუთ თემატურ ზონად, რომელთაგან თითოეული ზღაპრებისა და ცნობილი ფილმების ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობის საშუალებას იძლევა.
Disneyland Paris - Main Street
პარკში შესვლისას ადამიანი ხვდება აშშ-ის მთავარ ქუჩაზე - Main Street USA, რომელიც XIX საუკუნის ამერიკული ქალაქის სტილშია გადაწყვეტილი. აქ არის მაღაზიები, რესტორნები და სილამაზის სალონებიც კი.
პარკის ამ ნაწილის მთავარი ატრაქციონები სტუმრებს აუჩქარებელ კვლევით მოგზაურობას სთავაზობს, აქვე არის ვაგზალიც, საიდანაც ორთქლმავლები გადიან.
გარდა ამისა, პარკის სწორედ ამ ნაწილში იმართება დისნეის გმირების ულამაზესი აღლუმები და საღამოს წარმოდგენები.![გასართობი კომპლექსი "Disneyland Resort Paris". image](http://server2.intermedia.ge/article_images/small/201307/2013070711255547328.jpg)
აქვე იმართება დისნეილენდის სახელგანთქმული ფეიერვერკები მძინარე მზეთუნახავის კოშკის თავზე.
Main Street USA-დან პარკის სხვა თემატურ ზონებში შეიძლება გადასვლა.
Disneyland Paris
უფროსებს, რომლებსაც ადრენალინის მოწოლა უნდათ იგრძნონ, ალბათ, ურჩევნიათ პირდაპირ თავგადასავლების ქვეყნისკენ - Adventureland-სკენ გაემართონ, სადაც მათ ატრაქციონი Indiana Jones and the Temple of Peril, ამერიკული მთები Big Thunder Mountain ელით.![გასართობი კომპლექსი "Disneyland Resort Paris". image](http://server2.intermedia.ge/article_images/small/201307/2013070711293247328.jpg)
![გასართობი კომპლექსი "Disneyland Resort Paris". image](http://server2.intermedia.ge/article_images/small/201307/2013070711295047328.jpg)
აქვეა ატრაქციონი Pirates of the Caribbean ელით, რომლის დეკორაციები ამავე სახელწოდების ფილმს მოგაგონებთ.![გასართობი კომპლექსი "Disneyland Resort Paris". image](http://server2.intermedia.ge/article_images/small/201307/2013070711302547328.jpg)
![გასართობი კომპლექსი "Disneyland Resort Paris". image](http://server2.intermedia.ge/article_images/small/201307/2013070711310347328.jpg)
ასევე შეგიძლიათ მოხვდეთ ველურ დასავლეთში - სასაზღვრო ქვეყანაში Frontierland, სადაც ნერვების გვარიანად შერყევა შეიძლება მოჩვენებათა სახლში Phantom Manor.![გასართობი კომპლექსი "Disneyland Resort Paris". image](http://server2.intermedia.ge/article_images/small/201307/2013070711312847328.jpg)
![გასართობი კომპლექსი "Disneyland Resort Paris". image](http://server2.intermedia.ge/article_images/small/201307/2013070711314147328.jpg)
შეგიძლიათ გაისეირნოთ ტომ სოიერის დროინდელ თბომავლებზე, შეხვდეთ კოვბოებსა და ინდიელებს. ![გასართობი კომპლექსი "Disneyland Resort Paris". image](http://server2.intermedia.ge/article_images/small/201307/2013070711321147328.jpg)
სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულებს იწვევს Discoveryland.![გასართობი კომპლექსი "Disneyland Resort Paris". image](http://server2.intermedia.ge/article_images/small/201307/2013070711325247328.jpg)
პარკის ეს ნაწილი ჟიულ ვერნის სათავგადასავლო რომანის მოტივებზე აშენდა - მომავლის შესახებ იმ წარმოდგენების მიხედვით, რომლებიც XIX საუკუნეში არსებობდა.![გასართობი კომპლექსი "Disneyland Resort Paris". image](http://server2.intermedia.ge/article_images/small/201307/2013070711334747328.jpg)
ამ ნაწილის ყველაზე ცნობილი ატრაქციონია - Space Mountain: Mission 2, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ატრაქციონი პარიზის დისნეილენდში.![გასართობი კომპლექსი "Disneyland Resort Paris". image](http://server2.intermedia.ge/article_images/small/201307/2013070711342347328.jpg)
მძინარე მზეთუნახავის ციხესიმაგრე
ყველაზე მცირეწლოვან სტუმრებს ელის Fantasyland - ფანტაზიების ქვეყანა, რომელიც სავსეა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საყვარელი ზღაპრების მოტივებზე შექმნილი ატრაქციონებით.![გასართობი კომპლექსი "Disneyland Resort Paris". image](http://server2.intermedia.ge/article_images/small/201307/2013070711492647328.jpg)
სწორედ აქ მდებარეობს ფრანგული დისნეილენდის სიმბოლო - მძინარე მზეთუნახავის ულამაზესი ციხესიმაგრე.![გასართობი კომპლექსი "Disneyland Resort Paris". image](http://server2.intermedia.ge/article_images/small/201307/2013070711495447328.jpg)
მეზობელ ატრაქციონებზე ბავშვები სეირნობენ ალისას საოცრებათა ქვეყნის ლაბირინთში, ადიან ფუნიკულიორზე პიტერ პენთან ერთად, მოგზაურობენ პინოქიოს თანხლებით, ხოლო ატრაქციონზე „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ ფიფქიას ჯადოსნურ ისტორიას იხსენებენ. ![გასართობი კომპლექსი "Disneyland Resort Paris". image](http://server2.intermedia.ge/article_images/small/201307/2013070711502447328.jpg)
მეორე პარკი Walt Disney Studios Park საინტერესოა მათთვის, ვინც კინოწარმოების პროცესის შიგნიდან ნახვაზე ოცნებობს. მაგალითად, ატრაქციონ Studio Tram Tour-ზე თქვენ გაისეირნებთ ორთქლმავალზე სხვადასხვა ანიმაციური თუ მხატვრული ფილმის (101 დალმატინელი, პერლ ჰარბორი, კურდღელი როჯერი და სხვ.) დეკორაციებით.![გასართობი კომპლექსი "Disneyland Resort Paris". image](http://server2.intermedia.ge/article_images/small/201307/2013070711505047328.jpg)
დღისით იმართება კასკადიორთა შოუ Moteurs… Action! სადაც ავტომობილებსა და მოტოციკლებზე თავბრუდამხვევი ილეთები სრულდება - ამის საკუთარი თვალით ნახვა, რათა გაიგოთ, როგორ იღებენ ამერიკულ მძაფრსიუჟეტიან ფილმებს, ნამდვილად ღირს!
პარკის ამ ნაწილში განლაგებულია ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ატრაქციონი - Rock ’n’ Roller Coaster. ესაა დახურული ამერიკული მთები, რომლებზე მთელი მოგზაურობაც მიმდინარეობს (თუ მიფრინავს) ჯგუფ Aerosmith-ის მუსიკის თანხლებით.
2007 წელს პარკში გაიხსნა კიდევ რამდენიმე ატრაქციონი პოპულარული ანიმაციური ფილმების - „ნემოსა“ და „მანქანების“ მოტივებზე.![გასართობი კომპლექსი "Disneyland Resort Paris". image](http://server2.intermedia.ge/article_images/small/201307/2013070711512647328.jpg)
აღსანიშნავია, რომ პარიზის დისნეილენდი არა მხოლოდ ყველაზე დიდი, არამედ ყველაზე პოპულარული პარკია ევროპაში და, შესაბამისად, აქ მუდმივად უამრავი ხალხი ტრიალებს.
რადგან ყველაზე პოპულარულ ატრაქციონებთან ყოველთვის უზარმაზარი რიგებია (ხანდახან ხალხს 2 საათი უწევს ცდა), პარკში არსებობს სერვისი FastPass. ესაა უფასო ბილეთები, რომლებითაც ატრაქციონებზე ურიგოდ შესვლა შეიძლება. მათი აღება შესაძლებელია ავტომატებში, რომლებიც ატრაქციონებთანაა დამონტაჟებული. ბილეთები მხოლოდ ერთი საათის განმავლობაშია მოქმედი. FastPass-ის რაოდენობა შეზღუდულია, მათი აღება მხოლოდ საათში ერთხელ შეიძლება. მართალია უნდა აღინიშნოს, რომ აქტიურ სეზონზე ყველაზე პოპულარულ ატრაქციონებზე მეორე რიგი დგას ხოლმე: ერთი - ჩვეულებრივი, მეორე ცოტა უფრო მოკლე რიგი - FastPass-ებით.
Toy Story Playland
ატრაქციონი სახელწოდებით Toy Story Playland სტუდია Pixar-ის წარმოებული პროდუქციის მოტივებზეა აგებული.![გასართობი კომპლექსი "Disneyland Resort Paris". image](http://server2.intermedia.ge/article_images/small/201307/2013070711520347328.jpg)
ეს შედარებით ახალი ატრაქციონი სტუმრებს ილუზიას უქმნის, რომ ისინი სათამაშოების ნამდვილ სამყაროში მოხვდნენ და მათსავით დაპატარავდნენ - მათ აქ ხვდება გიგანტური ზომების ბაზ ლაითერი, უზარმაზარი კუბები და სხვა სათამაშოები.![გასართობი კომპლექსი "Disneyland Resort Paris". image](http://server2.intermedia.ge/article_images/small/201307/2013070711522747328.jpg)
![გასართობი კომპლექსი "Disneyland Resort Paris". image](http://server2.intermedia.ge/article_images/small/201307/2013070711533647328.jpg)
ეფექტის გასაზრდელად ატრაქციონის ირგვლივ 9-მეტრიანი ბამბუკის ხეები დაირგო, რომლებიც კარგად არის შეხამებული პარკის ტერიტორიაზე არსებულ 30 მეტრამდე სიმაღლის საუკუნოვან ხეებთან.
Toy Story Playland შედგება ორი ამერიკული მთისა და ორიგინალური კარუსელისგან. ატრაქციონის გვერდით აშენებულია დიდი საბავშვო მოედანი. პოპულარული მულტფილმის მესამე ნაწილის თაყვანისმცემლები, ალბათ სათანადოდ შეაფასებენ ამ ულამაზეს სანახაობას.![გასართობი კომპლექსი "Disneyland Resort Paris". image](http://server2.intermedia.ge/article_images/small/201307/2013070711542347328.jpg)
მთლიანობაში ფრანგული დისნეილენდი იმად ნამდვილად ღირს, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც ესტუმრო, უდარდელ დასვენებასა და თავგადასავლებში ჩაიძირო და ცხოვრება ლამაზი ემოციებით აავსო.
ტექნიკური დეტალები![გასართობი კომპლექსი "Disneyland Resort Paris". image](http://server2.intermedia.ge/article_images/small/201307/2013070711545147328.jpg)
ცხადია ასეთი უზარმაზარი ტერიტორიის ერთ დღეში შემოვლა შეუძლებელია, ამიტომ პარიზის დისნეილენდში ჩასვლა მინიმუმ 2 დღით მაინც არის რეკომენდებული. როგორც აღინიშნა, სტუმრებისთვის კომფორტის შექმნის მიზნით აქ არის სხვადასხვა კატეგორიის ათი სასტუმრო, რომლებში ადგილის წინასწარ დაჯავშნაა საჭირო.
![გასართობი კომპლექსი "Disneyland Resort Paris". image](http://server2.intermedia.ge/article_images/small/201307/2013070711555747328.jpg)
მათთვის, ვინც ორი, სამი, ოთხი ან ხუთი დღით ჩადის, ბილეთების მრავალნაირი ვარიანტი არსებობს.
გასართობი პარკის სამუშაო რეჟიმი: მთელი წელი![გასართობი კომპლექსი "Disneyland Resort Paris". image](http://server2.intermedia.ge/article_images/small/201307/2013070711572847328.jpg)
სამუშაო საათები: პარკები ღიაა 10:00 საათიდან, ხოლო დახურვის დრო კონკრეტულ თარიღებზეა დამოკიდებული. განრიგის დაზუსტება დისნეილენდის ოფიციალურ საიტზეა შესაძლებელი.
ბილეთები: პარკი სტუმრებს ფასდაკლების მრავალგვარ ვარიანტს სთავაზობს. ორი, სამი, ოთხი და ხუთი დღის ბილეთების ყიდვით ორ პარკში, მნიშვნელოვნად დაზოგავთ თანხას. ფასებისა და ფასდაკლების სქემის ნახვაც საიტზეა შესაძლებელი. ორიენტირისთვის კი ვიტყვით, რომ ერთდღიანი ბილეთების ღირებულება უფროსებითვის 1 დღით ერთ პარკში 50 ევროს შეადგენს, ხოლო ერთი დღით ორ პარკში - 60 ევროს.
ბავშვის ბილეთი 3-დან 11 წლის ჩათვლით ღირს 42 ევრო (ერთი დღე, ერთი პარკის არჩევით) და 52 ევრო (ერთი დღე, 2 პარკი).
სამ წლამდე ბავშვების შესვლა უფასოა.
როგორ უნდა მიხვიდეთ: 32 კილომეტრი პარიზის აღმოსავლეთით. ავტოსტრადა А4, გადასასვლელი №14, შემდეგ პარკის მანიშნებლებით.
მატარებლებზე RER: ხაზი А ბოლო სადგურამდე Marne-La-Vallee/Chessy (დაახლოებით 35-40 წუთი), შემდეგ ფეხით.
ავტობუსით: შარლ დე გოლისა და ორლის აეროპორტიდან მოძრაობს ავტობუსები - 08:30-დან 19:30-მდე განრიგით, რომელიც შეგიძლიათ შეამოწმოთ შემდეგ გვერდებზე: visit.disneylandparis და vea.fr![გასართობი კომპლექსი "Disneyland Resort Paris". image](http://server2.intermedia.ge/article_images/small/201307/2013070712005647328.jpg)
პარიზის დისნეილენდის ოფიციალური საიტია: disneylandparis.com