თავის მოვლა ჯანმრთელი და ლამაზი ფეხები 2013, 5 ივლისი, 13:13 ფეხებს მოვლა სჭირდებათ. სასურველია ფეხის აბაზანის ყოველდღიურად მიღება. წყალი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის, მაგრამ არა ცხელი. ასეთი აბაზანა მოხსნის დაღლილობას, გაწმენდს ფეხების კანს, გააუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ძალიან სასარგებლოა მარილიანი და სოდიანი (ერთი ს.კ.) ფეხის აბაზანები. კარგი მოქმედება აქვს გვირილის, წიწვის, სელის თესლის (ორი ს.კ. ნედლეული 1ლ. წყალზე) აბაზანებს. ფეხის კანზე წვრილი ბზარების გაჩენისას მოამზადეთ გულყვითელას ყვავილის (ერთი ს.კ. 1ლ. წყალზე), კრაზანას ან ჭინჭრის (ორი ს.კ. 1ლ. წყალზე) ნაყენი. დაბანის შემდეგ ფეხები კარგად უნდა გაიმშრალოთ განსაკუთრებით თითებს შორის უნდა წაისვათ კრემი, შემდეგ წრიული მოძრაობებით გაიკეთე ფეხის მასაჟი ქვევიდან ზევით. დაღლილმა ფეხებმა კარგად, რომ დაისვენოს, მაღლა ასწიეთ. საპნით დაბანის შემდეგ, ფეხის გულების კანი და თითებს შორის გაიწმინდეთ სალაცილის ან ბორის სპირტით, შემდეგ დაიყარეთ პუდრი ან ტალკი. მოხერხებული და სწორედ შერჩეული ფეხსაცმელი შეგინარჩუნებთ ჯანმრთელ და ლამაზ ფეხებს. 186 15-ს მოსწონს
|