შოუბიზნესი რა მესიჯები უპოვა ნინი ბადურაშვილს ირაკლი კუტალაძემ 2013, 5 ივლისი, 11:59 მთელი ქართული მედია და ინტერნეტ სივრცე უკვე რამდენიმე დღეა, რაც ნინი ბადურაშვილისა და ირაკლი კუტალაძის დაშორების შესახებ ლაპარაკობს. ეს ყველაფერი კი ირაკლის მიერ ჟურნალ "თბილისელებში" მიცემული ინტერვიუს შემდეგ გახდა ცნობილი ქართული საზოგადოებისთვის, სადაც ირაკლი აღნიშნავდა, რომ ნინის ერთადერთი მიზანი ოფიციალურად გათხოვება და შვილის კანონიერად გაჩენა იყო, ხოლო რაც შეეხება ქმარს და ოჯახს, მის გეგმებში არ შედიოდაო. არ ვიცი რატომ, მაგრამ ნინის გათხოვებაც და დაშორებაც ძალიან აქტუალური თემა იყო და არის. ყველა და ყველგან მხოლოდ მის შესახებ საუბრობს და ყოველდღიურად სხვადასხვა ახალი ინფორმაცია ჩნდება მათი დაშორების შესახებ. უმრავლესობა ნინის ამართლებს, მაგრამ არიან ისინიც ვინ ირაკლის ამართლებენ. ამგვარად, ჟურნალ "გზის" ახალ გამოშვებაში დაიბეჭდა ინტერვიუ ირაკლი კუტალაძის ნათესავთან, რომელმაც ინტერვიუში ნინის შესახებ ასეთი რამ თქვა: "მან ვერც კარგი ქმარი შეიფერა და ვერც კარგი ცხოვრება. მეეჭვება, ირაკლისნაირი ადამიანი კიდევ იპოვოს." ირაკლი მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაკავებული იყო, ყოველ საღამოს ცდილობდა წაეყვანა კონცერტებზე და ერთად ყოფილიყვნენ-აღნიშნა ირაკლი კუტალაძეს ნათესავმა. ასევე გავრცელდა ხმები იმის შესახებ, რომ ირაკლიმ ნინის მიერ დედამისთან, ეკა კახიანთან მიწერილი მესიჯები წაიკითხა, სადაც იგი თავის დედამთილს და ირაკლის ლანძღავდა. " ამ ბანჯგვლიანთან როგორ მძინავსო"-ასეთი შინაარსის იყო სავარაუდოდ ერთ-ერთი ნინის მესიჯი, თუმცა ირაკლის ნათესავს არ დაუკონკრეტებია მესიჯების შინაარსი. ხოლო რაც შეეხება ხმებს იმის შესახებ, რომ ირაკლი კუტალაძე ძველ შეყვარებულს დაუბრუნდა, კუტალაძის ნათესავმა უარყო. ამ ეტაპზე არც ნინი და არც ირაკლი არ აპირებენ რაიმე კომენტარების გაკეთებას. 1152 3-ს მოსწონს 1-ს არა
|