x
image
hamunaptra1990
უზრუნველყო თუ არა ბერამ ნინა სუბლატის გამარჯვება მესიჯებით
image

როგორც იცით მუსიკალური პროექტის "საქართველოს ვარსკვლავის" ფინალში სამი უძლიერესი ფინალისტი იბრძოდა გამარჯვებისთვის: ნინა სუბლატი, ნუკა გვალია და მარიკო ლეჟავა. ამ პროექტის გამარჯვებული გახდა ნინა სუბლატი, რომელმაც ხმების 47%-ი აიღო. ნინამ გამარჯვება ღირსეულად მოიპოვა, ძალიან ბევრი გულშემატკივარი ყავდა. მან უამრავი პრიზები მიიღო. სასწავლებლად გაემგზავრება ლონდონში, ასევე ჩაწერს ალბომს და მიიღო სასტუმროს ნომერი, რომელიც ნინას თქმით აშენდება თუ არა ეგეც სავარაუდოა.

ნინა სუბლატი როგრც იცით აბიტურიენტია, აბარებს სამხატვრო აკადემიაში. გადატვირთული გრაფიკის პარალელურად უწევდა ეროვნული გამოცდების ჩაბარებაც.

რაც შეეხება ნინას პირად ცხოვრებას, იგი დაშორდა თავის შეყვარებულს პიტოს. მათი დაშორების მიზეზად კი ნინა მიიჩნევს, იმას რომ პიტოს კომპლექსი გაუჩნდა წარმატებული ადამიანის გვერდით ყოფნისა.

გარდა ამისა სუბლატის შესახებ ვრცელდებოდა ჭორები, რომ მას და ბერას შორის რომანი იყო, რასაც ნინა კატეგორიულად უარყოფს და აღნიშნავს, რომ ისინი უბრალოდ კარგი მეგობრები არიან.


"კვირის პალიტრის" ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე, უზრუნველყო თუ არა ბერა ივანიშვილმა ნინას გამარჯვება მესიჯებით, მან უპასუხა რომ "არც იმას ვფიქრობ, რომ ისე ძალიან ვუყვარდე ბერას, ჩემთვის ამდენი ხმა გამოეგზავნა."

ნინა თვლის, რომ მას ეს გამარჯვება ტყვილად არ ერგო. ეს ყველაფერი დიდი შრომის შედეგი იყო და ბოლოს აღნიშნავს: "ფაქტი ფაქტია, გავიმარჯვე და მოდი, შემარგეთ რა."




image




0
119
3-ს მოსწონს
ავტორი:hamunaptra1990
hamunaptra1990
119
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0