x
image
DONDANE
ჩეკი მართლაც რომ მომგებიანი ყოფილა!!!
image როგორც მოგეხსენებათ შემოსავლების სამსახური ათამაშებს ჩეკებს და სწორედ ამ მიზეზით ქუჩაში ჩეკების რაოდენაბამ საგღზნობლად იკლო, შეიძლება ითქვას საერთოდ არავინ არ აგდებს ჩეკს შემოწმებამდე.

ორი დგიოს წინ ჩემს სამსახუღტან ახლოს შევესწარი პიროვნებების საუბარს, რომლებიც სწორედ ამ მომგებიან ჩეკებზე საუბრობდნენ, ამ პიროვნებებს შორის ერთ-ერთი შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი იყო.მათმა საუბარმა დამაინტერესა და ყური მივუგდე, შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი ამბობდა, რომ გოგომ მოიგო 1000 ლარი, რომელსაც სიმბარათის შეძენისას გამყიდველმა ბიჭმა ძალით გაატანა ჩეკი, და ეს ჩეკი გოგონასათვის აღმოჩნდა იგბლიანი, შვილებს იფიცებდა კაცი, რომ მართლა თამაშდება და არანაირი ჩაწყობა არ არისო.

მაგრამ საქმე სხვა რამეშია, რაც ეს გათამაშება დაიწყო, გამყიდველები ჩეკებს აგარ იძლევიან, თავიანთი ნებით, (ყველაზე არ მაქ საუბარი, ზოგი ძალით გაძლევს), ამას წინათ ელიავაზე ორი კოლოფი სიგარეტი ვიყიდე და ხურდა რომ დამიბრუნა, ჩეკი არ მოუცია და მე ვუთხარი ჩეკს არ მაძლევთქო და გაშრა საწყალი გამყიდველი, თურმე ამ უკანასკნელს

ორივე კოლოფისთვის ცალ-ცალკე ჩეკი ამოურტყამს, რომ უფრო გაზრდოდა მოგების შანსი მისდა სასიკეთოდ, მაგრამ საცოდავს ორივე ჩეკის დაბრუნება მოუწია.


ასე იქცევიან გამყიდველები და ნუ დაუტოვებთ ჩეკებს იქნებ ის არის იგბლიანი ჩეკი და არ გაუშვათ შანსი ხელიდან, მოითხოვეთ ჩეკი.

შეიძლება ჩემზე იფიქროთ რეკლამას აკეთებსო, მაგრამ გეფიცებით ეს ასე არ არის მე უბრალოდ კარგ რჩევას გაძლევთ, რომელიც არავის დააზარალებს, გარდა წუწკი გამყიდველებისა:)

0
181
3-ს მოსწონს
ავტორი:DONDANE
DONDANE
181
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0