მუსიკა მაგთიფანი დასრულებულია 2013, 4 ივლისი, 14:55 გუშინ კიდევ ერთი მუსიკალური პროექტი დასრულდა. სამი თვის განმავლობაში მაესტროს ეთერში კონკურსი "მაგთიფანი" გადიოდა, რომლის გამარჯვებულიც ბათუმელი გიორგი ბერიძე გახდა.მთავარი პრიზი, მუსიკალური ბენდის შექმნაა, რომელსაც პროექტის ხელმძღვანელობა, აპარატურის და ყველა საჭირო კონფორტის შექმნით უზრუნველყოფს, ასევე დააფინანსებს და ხელს შეუწყობს მათ ტურნეს საზღვრებს გარეთ. ჯგუფის წევრები კი თავად გამარჯვებულს უნდა აერჩია. ყველა კონკურსანტმა წინასწარ ჩამოწერა ის ადამიანები ვინც სურდათ ჯგუფში და ეს კონვერტები ჩააბარეს კონკურსის დირექტორს ზაზა ხუციშვილს, რომელმაც გიორგი ბერიძის კონვერტი გუშინდელ ფინალზე გახსნა და ის ოთხი ადამიანი დაასახელა, ვინც მის ბენდში იქნება. ესენი არიან: აკე პატარაია, ანრი ღუდუშაური, თორნიკე ყიფიანი და რათქმაუნდა გამარჯვებული გიორგი ბერიძე.
ჯგუფის წევრები
აკე პატარაია თორნიკე ყიფიანი ანრი ღუდუშაური გიორგი ბერიძე 164 10-ს მოსწონს
|