მუსიკა ჯეიმს ბლანტის სიმღერა უიტნის 2013, 16 აგვისტო, 13:19 ჯეიმს ბლანტმა თავისი ახალი სიმღერა უიტნი ჰიუსტონს მიუძღვნა."არ გემშვიდობებით, შენ ყოველთვის იქნები "მის ამერიკა"– ეს ის სიტყვებია, რომლითაც უმღერის ბლანტი უიტნის სულს. კლიპი უბრალო, მშრალი და დაუტვირთავია, მომღერალი როიალთან თავად ასრულებს ლამაზ, ლირიულ კომპოზიციას. მსოფლიო ხმა –უიტნი ჰიუსტონი, 49წლის ასაკში 2012წელს გარდაიცვალა, მიზეზი–ნარკოტიკებისა და სასმლის გადაჭარბებული დოზა. ჯეიმს ბლანტის მსგავსად, რამდენიმე წლის წინ ელტონ ჯონმაც მიაგო პატივი მერლინ მონროს ტრაგიკულ ცხოვრებას და გარდაცვალებას, ასევე პრინცესა დიანას ხსოვნას. 36 12-ს მოსწონს
|