x
image
natia.a
ბიზნესი, რომელიც სახლიდანაც შეიძლება აკეთო
imageარ გეგონოთ, ამ სტატიაში ყბადაღებულ თემას შევეხები იმის შესახებ, თუ როგორ გამოვიმუშავოთ ფული სარეკლამო რგოლებზე "დაკლიკვით" ან Affiliate Program-ებით. არა! რადგან ამაზე უამრავი თქმულა და დაწერილა ქართულ სივრცეშიც კი.


ამჯერად უბრალოდ რამდენიმე მცირე ბიზნეს იდეას მოგაწვდით, რომელთა განხორციელება არ მოითხოვს ბევრ "სირბილს", დიდ ინვესტიციას და სახლიდანაც მშვენივრად იმართება.




image1. ონლაინ კონსულტაცია. თუ მიგაჩნიათ, რომ ხართ რომელიმე სფეროში კარგი, გამოცდილი სპეციალისტი, შეგიძლიათ მომხმარებელს შესთავაზოთ კონსულტაციები. ამისთვის მარტივი საიტის შექმნაც საკმარისია. ინტერაქტიულობისთვის კი ელექტრონულ მისამართთან ერთად უბრალოდ სკაიპის სახელიც შეგიძლიათ მიუთითოთ.




image2. ინტერნეტ სწავლება. თუ რომელიმე საგანსა თუ სფეროში იმდენად კარგად ერკვევით, რომ შეგიძლიათ გაკვეთილებიც კი ჩაატაროთ, მაშინ მომხმარებელს ინტერნეტ-გაკვეთილები შესთავაზეთ. შეგიძლიათ გაკვეთილს ინტერაქტიული ფორმა მისცეთ ისევ და ისევ სკაიპის ან სხვა მსგავსი სერვისის საშუალებით. ან კიდევ თითოეული გაკვეთილის ტექსტური თუ მულტიმედიური ვერსია ელექტრონული ფოსტის საშუალებით ყოველდღიურად თუ დღეგამოშვებით გაუგზავოთ მომხმარებელს. ასევე შეგიძლიათ დავალებების, კითხვარების გაგზავნა და შემოწმება. მით უმეტეს, რომ ძალიან ბევრი საიტი არსებობს, რომლებიც ონლაინ კითხვარის შექმნას სრულიად უფასოდ გვთავაზობს.




image3. ვირტუალური ოფის-მენეჯერი. შეგიძლიათ შესთავაზოთ მომხმარებელს ტექსტის კორექტირება, რეფერირება, წერა, მასალის მოძიება, თარგმნა და ა.შ., რისი დროც დამიანებს, რომლებიც სამსახურში ძალიან არიან დაკავებულები, ხშირად არა აქვთ.





image4. ფასდაკლების გვერდი. შეგიძლიათ შექმნათ საიტი, რომელზეც განათავსებთ ყველა ფასდაკლებას, რაც თქვენს ქალაქში არსებულ მაღაზიებსა თუ ინტერნეტ სივრცეში არის. მომხმარებელს ამგვარად დაეზოგება დრო. ასე შეგიძლიათ მუდმივი აბონენტები შეიძინოთ. სავარაუდოდ, მაღაზიებიც სიამოვნებით დათანხმდებიან გადაიხადონ გარკვეული თანხა ამგვარ "რეკლამაში". მხოლოდ აუცილებელია, ინფორმაცია მუდმივად განახლებადი იყოს და მომხმარებელს იმედი არ გაუცრუვდეს.



image5. ვირტუალური მეგობარი. შეგიძლიათ მომხმარებელს შესთავაზოთ მორალური დახმარება. მაგალითად, კლიენტი მოგიყვებათ თავისი პრობლემების შესახებ, თქვენ კი მას რჩევებს მისცემთ ან უბრალოდ მოუსმენთ. ხშირად ადამიანებს უბრალოდ სხვა ადამიანთან საუბარიც კი შველის, ამისთვის არ არის აუცილებელი ფსიქოლოგი იყოთ.






image



6. ვირტუალური მწვრთნელი. ხშირად ადამიანებს არა აქვთ დრო სპორტდარბაზებში იარონ, არადა დილის გამამხნევებელი ან კიდევ წონაში დასაკლები ვარჯიში ბევრს სჭირდება. შექმენით გვერდი, სადაც მომხმარებელს შესთავაზებთ ერთად ივარჯიშოთ (ვიდეოთვალისა და ვიდეოკონფერენციის სერვისის მეშვეობით ეს არ არის ძნელი). მით უმეტეს თუ რამდენიმე მომხმარებელი გეყოლებათ, ნამდვილი ვირტუალური სპორტდარბაზი გამოგივათ!



image7. ონლაინ კლუბი. შეგიძლიათ გახსნათ ონლაინ კლუბი (ბლოგი + ინტეგრირებული ფორუმი) კონკრეტული თემის, ჰობისა თუ სხვა სოციალური ფაქტორის ირგვლივ. თუ მომხმარებელს საინტერესო, განახლებად ინფორმაციას, სტატიებს, კეთილგანწყობილ გარემოს შესათავაზებთ, მუდმივი აბონენტებიც არ დააყოვნებენ. მთავარია, თქვენ თვითონ კარგად ერკვეოდეთ იმ სფეროში (კულინარია იქნება ეს, მოდა, დიზაინი, ნადირობა, მუსიკა, დიეტა და ა.შ), რაც კლუბის თემა იქნება.


ამჯერად სულ ეს იყო. მთავარია სურვილი გქონდეთ და თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, საკუთარი ბიზნესის დაწყება არც თუ ისე ძნელი საქმეა.


გისურვებთ წარმატებას!

0
115
3-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
115
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0