სხვა 72 წლის ბაბუა-მოდელი 2013, 4 ივლისი, 10:55 72 წლის ჩინელი მამაკაცი თავისი შვილიშვილის ტანსაცმლის კოლექციის ჩვენებაზე მოდელიორად გამოდის. როგორც ჩინეთში საკმაოდ ცნობილი დიზაინერი, ლიუ ტინგი ყვება, ბაბუა მასთან სტუმრად იმყოფებოდა სწორედ იმ დროს, როცა ტანსაცმლის ახალი პარტია მიიღო. "როდესაც ყუთი გავხსენით, ბაბუამ უბრალოდ მიიზომა ერთ-ერთი მოდელი. იმ წუთში მეც და ჩემი თანამშრომლებიც მივხვდით, რომ ეს მშვენიერი იდეა იქნებოდა." ბატონი ლიუ, რომელსაც მანამდე ქალის ტანსაცმელი არასოდეს ჩაუცვამს, კმაყოფილი იყო თავისი ახალი ამპლუით და სიამოვნებით დათანხმდა შვილიშვილს მოდელიორობაზე. 35 2-ს მოსწონს
|