შოუბიზნესი ნინა სუბლატი შეყვარებულს დაშორდა 2013, 4 ივლისი, 2:51 "საქართველოს ვარსკვლავის" გამარჯვებული ნინა სუბლატი შეყვარებულს დაშორდა. მან მოიპოვა კარიერული წინსვლა, მაგრამ პირადი ცხოვრება ვერ შეინარჩუნა. აი რას წერს იგი: "როცა შენი მეორე ნახევარი, არ აქვს მნიშვნელობა, ამ შემთხვევაში მე ვიქნები, პიტო იქნება თუ ვინმე სხვა, კარიერაში რაღაცის მიღწევას ცდილობს, ყოველთვის რაღაც კომპლექსი ჩნდება წარმატებული ადამიანის მიმართ. სავარაუდოდ, მასაც ეს კომპლექსი გაუჩნდა, იმის მიუხედავად, რომ ყველგან, სადაც ვჩნდებოდი, თუნდაც ქასთინგზე, ჟურნალში, გადაცემებში, ყველაფერში და ყველაფერზე პიტოს ვუსვამდი ხაზს და ყოველთვის მას აღვნიშნავდი. იმის გამო, რომ კომპლექსი გაუჩნდა, რაღაცები დაიძაბა და დავშორდით. თვითონ აპირებს თუ არა ამის მოგვარებას, არ ვიცი, მე, ყოველ შემთხვევაში, არ ვაპირებ და ვნახოთ რა მოხდება, დრო გვიჩვენებს." 823 7-ს მოსწონს 3-ს არა
|