სხვა მეტად უცნაური დანაშაული სამუდამო პატიმრობამდე 2013, 3 ივლისი, 17:43 ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ კალიფორნიაში დაფიქსირდა მეტად უცნაური დანაშაულის ფაქტი, სადაც მონაწილეობდა ამერიკელი(ვიეტნამელი) ეკატერინე კიუ, რომელმაც თავის მეუღლეს სასქესო ორგანო მოაჭრა..... 50 წლის ეკატერინე კიუმ 2011 წლის ივლისში ჩაიდინა ეს დანაშაული იმ მიზეზით, რომ მას არ სურდა თავის ქმართან ურთიერთობის გაგრძელება, რომლის სურვილიც იყო საყვარელთან გადასვლა, რაზეც ქმრისგან წინააღმდეგობა მოჰყვა.....ამის გამო ეკატერინემ გადაწყვიტა 60 წლის მეუღლისათვის მიეცა საძილე აბები, რომლის დროსაც მძინარე დააბა და მოაჭრა სასქესო ორგანო.... მეუღლის განცხადებით, როდესაც მას გამოეღვიძა და მოვიდა გონზე დაინახა რომ ხელებშეკრული იყო საწოლზე, ხოლო მისი მეუღლე სასქესო ორგანოს აგდებდა სანაგვე ურნაში, რომელიც თან გაიძახოდა “შენ ამის ღირსი ხარ!'' ემბიენას(მეუღლის) ადვოკატი მოითხოვდა სრულიად იზოლირებას საზოგადოებისგან და სრული სიმკაცრით გასამართლებას ეკატერინე კიუსი, იმის მიუხედავად, რომ მამაკაცისთვის შეიძლებოდა ქირურგიული ჩარევით აღდგენილიყო სასქესო ორგანო, ხოლო ეკატერინეს ადვოკატი ამტკიცებდა, რომ მისი დაცვისქვეშ მყოფი განიცდის დეპრესიას და ფსიქიკური პრობლემები აქვს, რომლისთვისაც მიანშეწონილია მისი იზოლირება გარკვეული პერიოდით....... მოსამართლემ და ნაფიც მსაჯულებმა ამ დანაშაულს პირველი ხარისხის დანაშაულის კვალიფიკაცია მიანიჭეს, რომელიც გულისხმობდა უვადო თავისუფლების აღკვეთას, ის იმ შემთხვევაში იქნება ამ პატიმრობიდან თავისუფალი თუ მას შვიდი წლის განმავლობაში ციხის ადმინისტრაცია დახასიათებს დადებითად ... 41 4-ს მოსწონს
|