ფოტოგრაფია მსოფლიოს საუკეთესო ბეჭდვითი რეკლამები, 2013 (ფოტოები) 2013, 3 ივლისი, 12:09 სტატიაში წარმოგიდგენთ 2013 წლის კანის საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალზე გარე და ბეჭდვითი რეკლამის პრიზიორებს სხვადასხვა ნომინაციებში.
მთავარი პრიზი გადაეცა TBWA\Media Arts Lab-ის მიერ iPad Mini-სათვის შექმნილ რეკლამას არა ვიზუალური მხარის, არამედ ორიგინალური განთავსებისათვის. თეთრ ფონზე რეალურ ზომაში გამოსახული iPad Mini-ს მაკეტები განათავსეს პოპულარულ ამერიკულ ჟურნალებში:Time, The New Yorker, Wired, Wallpaper, Surfer და ა.შ. აიპადზე გამოსახულია იგივე ჟურნალის იგივე გვერდი, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ამ "მოწყობილობით" შეიძლება იგივე ჟურნალის წაკითხვა გაცილებით კომპაქტური ფორმით. წარმოგიდგენთ რამდენიმე სხვა პრიზიორს, რომლებიც, ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესოა დიზაინისა და კრეატიულობის მხრივ. Garnier Fructis - შამპუნი Pedigree - ძაღლის საჭმელი ძაღლი თქვენს ცხოვრებას ბედნიერს ხდის აუდიოწიგნები L’Oreal - კრემი გადატრიალება კოსმეტოლოგიაში Stihl-ის ტექნიკა სხვა კუნთები არ გჭირდებათ სოსისი Knacki რატომ ვიხადოთ ზედმეტი Playstation PSP თაგვი და ყველი აი, რატომ ვაზღვევთ მხოლოდ ქალებს ბიჭი+2 ბიჭი + "საიდან იცი რომ ძაბვის ქვეშაა?" = Volkswagen-ის ორგინალური ნაწილები ნუ იქნები იმის იმედზე, რაც მხოლოდ ერგება Sunlight - ჭურჭლის სარეცხი საშუალება დააშორე ისინი ფასდაკლება Harvey Nichols-ში რეკლამა წერა-კითხვის უცოდინრობის წინააღმდეგ საფრანგეთში 3 მილიონ ადამიანზე მეტს ეს ბიკინის რეკლამა ეგონება იმიტომ, რომ მათ უბრალოდ არ იციან წერა-კითხვა. დავეხმაროთ კითხვის უცოდინრობის დაძლევაში. დედები იარაღის წინააღმდეგ ფოტოზე ერთ-ერთ ბავშვს უჭირავს ის, რაც აშშ-ში აკრძალულია ბავშვების უსაფრთხოების მიზნით. ეს არის კინდერ სიურპრიზი! საპარსი - Schick სარეცხი ფხვნილი Gain ლაქები გემორჩილებიან ენების სკოლა Berlitz: იაპონო-ინდოელი ილაპარაკე, როგორც ენის მატარებელი IKEA ავეჯის აწყობის მომსახურება Honda-ს მოტოციკლები იარე შენი გზით ტურისტული სააგენტო Expedia მზე, ზღვა, ქვიშა, სექსი. Fiat-ის სარეკლამო ბანერი უსაფრთხო მგზავრობისთვის შენ ხედავ გოგოს ან ასოს. ნუ წერ სმს-ებს საჭესთან. 122 3-ს მოსწონს
|