სხვა ტალახიანი მარათონი 2013, 3 ივლისი, 10:19 ინგლისის ქალაქ მელდონში ტრადიციული ტალახიანი მარათონი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 200-მდე ადამიანმა მიიღო. მარათონის დროს ისინი ერთმანეთს ტალახიანი მდინარის გადალახვაში ეჯიბრებიან. ამჯერად მონაწილეები სხვადასხვა სასაცილო კოსტიუმებში გამოწყობილები გამოჩდნენ. ტალახიანი მარათონი ერთგვარი საქველმოქმედო აქციაცაა. მასზე დასასწრები ბილეთი 1 ფუნტი ღირს, ხოლო შემოსული თანხა საქველმოქმედო ორგანიზაციებში ირიცხება. 26 12-ს მოსწონს
|