x
image
ტორნადო07
ვიკინგები – მათი მორალი და მსოფმხედველობა
გაეცანით ვიკინგების ქცევის წესებსა და მორალს.image


კარგი სახელის შესახებ: ნორმანები ბრძოლაში ყოველთვის კეთილშობილურად იქცეოდნენ. კეთილი სახელი და აღიარება ეს იყო ვიკინგის ცხოვრების აზრი. მას იმდენად სიკვდილის არ ეშინოდა, რამდენად სიმხდალის დაბრალების. image


ღალატი და ტყუილი: ფიცის ან ერთგულების აღქმის გატეხვა და მითუმეტეს შეგნებული ღალატი იმ ეპოქის ადამიანებისათვის უდიდეს ცოდვას წარმოადგენდა, რომელიც მის შთამომავლობაზეც ახდენდა გავლენას. მოტყუება უდიდეს დანაშაულად ითვლებოდა. მატყუარას ისევე სჯიდნენ სიკვდილით, როგორც ფიცის გამტეხს: სკანდინაველების ჯოჯოხეთში, მიწისქვეშა მდინარის წყლებში მათ უსასრულობამდე დახრჩობა ელოდებოდათ.image


ნამუსი და კეთილშობილება: იმ დროს ადამიანები იმდენად ენდობოდნენ ერთმანეთს, რომ შეთანხმების დადებისას საკმარისი იყო მხოლოდ პატიოსანი სიტყვა და ძლიერი ხელის ჩამორთმევა. ბრძოლაში ისინი ხშირად ზედმეტად სასტიკები იყვნენ, მაგრამ ბრძოლა ყოველთვის თანაბარი იყო. ვიკინგი არასოდეს დასცინებდა უცნობ ადამიანს. ითვლებოდა, რომ დამცინავს ადრე თუ გვიან ენას ტროლი ამოაგლეჯდა.image



ტაქტი: არსებობს გამონათქვამი: "ჩამომხრჩვალის სახლში არასოდეს საუბრობენ თოკზე". ეს პრინციპი მოქმედებდა ძველ სკანდინავიაში. ვიკინგები არასოდეს განიხილავდნენ ერთმანეთის ოჯახურ პრობლემებს, თუკი ამაზე ჩამოვარდებოდა საუბარი, მხოლოდ დახმარების შეთავაზების მიზნით.image


თავშეკავებულობა: ვიკინგებში იძრახებოდა ასევე ფიცხი ხასიათი, თუმცა ასევე ცუდ ტონად ითვლებოდა ფიცხი ადამიანების გაჯავრება. არსებობდა გამოთქმაც: "ვინც უფრო ჭკვიანია, ის დაუთმობს". ახლობლის მკვლელობისთანავე შურისძიების დაწყება სამარცხვინო საქმედ ითვლებოდა. რაც უფრო დიდხანს ელოდებოდა ადამიანი შურისძიებას, მით უფრო მშვიდდებოდა და გამოდიოდა აფექტის მდგომარეობიდან, შესაბამისად თავის ვალსაც უკეთ ასრულებდა. "საგაში გრეტირის შესახებ" წერია: "მხოლოდ მონა იძიებს შურს მაშინვე, ხოლო მშიშარა არასოდეს!".image


უშიშრობა: იმ დროს შეუძლებელი იყო ადამიანი დაგეყოლიებინა ძალის გამოყენებით, რადგან მათ სიკვდილი ერჩივნათ. ძველი ვიკინგების ეთიკაც სწორედ ასე ჟღერდა: "სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი". ღირსეული სიკვდილი ვიკინგს ვალჰალაში ღირსეულ ცხოვრებას უქადდა.image


ქურდობა: სიმხდალესთან ერთად ქურდობაც სამარცხვინო საქმედ ითვლებოდა. საინტერესოა, რომ ვიკინგებმა მკვეთრად გამიჯნეს ქურდობა და ყაჩაღობა. ვიკინგები ყაჩაღობით იყვნენ დაკავებულები, მაგრამ ამას ღიად აკეთებდნენ და არც თავის სახელს მალავდნენ და არც სახეს. ქურდობა კი დამალული ქმედება იყო და ადამიანის სიმხდალეზე მიუთითებდა.image


სიკვდილი ბრძოლაში: ვიკინგებს ეშინოდათ ბრძოლის ველის გარეთ სიკვდილის, ისე რომ გმირობა არ ჩაედინათ. მათი წარმოდგენით ბრძოლაში დაღუპულები ვალკირიებს ოდინის სასახლეში გადაჰქონდათ, მშვიდობიან დროს მომკვდარები კი მიწისქვეშეთის დედოფლის ჰელის საუფლოში.image


შურისძიება და "სისხლისმსმელობა": მეგობრობის მსგავსად ვიკინგების სიძულვილის ძლიერი იყო. ვიკინგი ვერასოდეს აიტანდა მეგობრის ან ნათესავის სიკვდილს, ისე, რომ შური არ ეძია მკვლელზე. "შენ არასოდეს გინახია ადამიანის სისხლი" ეს ვიკინგებში სამარცხვინო დაცინვა იყო. ბავშვობაშიც კი პატივს არ სცემდნენ ბიჭს, რომელსაც ერთი ცხოველი მაინც არ ჰყავდა მოკლული. ბავშვური თამაშებისას ზოგჯერ მკვლელობებიც ხდებოდა.image


ბედისწერა და სიზმრები: ვიკინგებს სჯეროდათ ბედისწერის, მას ვერაფერი აღუდგებოდა წინ. ჩრდილოეთის ყველა მეომარს სჯეროდა, რომ ყველა მისი საქციელი ბედისწერითაა განსაზღვრული. წინათგრძნობა, სიზმარი ეს იყო ხერხი, რომლითაც ღმერთები ადამიანს თავის ნებას აცნობდნენ. image


სიტყვების ძალა: კეთილი სურვილები და დალოცვა ვიკინგებში წარმატების ერთ-ერთ საფუძვლად ითვლებოდა. ცუდ ნიშანს წარმოადგენდა ასევე უნებლიე შეცდომა საუბრის დროს. მათ სჯეროდათ, რომ ერთხელ წარმოთქმული სიტყვები აუცილებლად ახდებოდა. image

2
501
5-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
501
  
2013, 2 ივლისი, 21:25
მადლობა :)
2013, 2 ივლისი, 21:14
ერთსაც დავამატებ: სიტყვა ვიკინგი ნიშნავს დასახლებულ პუნქტს
0 1 2