x
image
ბესო დანელია
4 წლის ბიჭი ქალაქის მართველი გახდა

image

აშშ-ში მინესოტას შტატის დორსეტის რაიონის მართველი 4 წლის ბავშვი გახდა. ეს პირველი შემთხვევა არ არის. გასულ წელს მისი ადგილი 5 წლის ბიჭუნას ეკვა. საქმე ის გახლავთ, რომ დორსეტის რაიონში მმართველის არჩევნებს მხოლოდ ფორმალური ხასიათი აქვს და მას წელიწადში ერთხელ ადგილობრივი მოსახლეობა ატარებს. მოსახლეობა ქაღალდებს, სადაც სასურველი მართველის სახელი წერია ქუდში ყრის. ვისი სახელიც მოაგროვებს ხმათა უმრავლესობას, მართველიც ის გახდება. ამ თანამდებობის დაკავება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. ამჯერად რობერტ ტაფტს გაუმართლა, მისმა სახელმა "საარჩევნო ყუთში" ხმათა რეკორდული რაოდენობა დააგროვა. როგორც გაირკვა, ახალ მართველს ფეხით სეირნობა უყვარს, მღერის, ცეკვავს და მშობლებთან ერთად ხშირად დადის სათევზაოდ.

4
64
13-ს მოსწონს
ავტორი:ბესო დანელია
ბესო დანელია
64
  
2013, 2 ივლისი, 23:44
მე უფრო მერიის თანამდებობა მახსოვს ამ ბავშვზე
2013, 2 ივლისი, 19:31
:)) კარგი იყო :)))
2013, 2 ივლისი, 19:30
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2013, 2 ივლისი, 19:24
ჩვენც ხომ გვყავდნენ პატალა მინისტრები:DDD
0 1 4