x
image
ტორნადო07
ჯერ კიდევ არსებობენ კეთილი ადამიანები (15 ისტორია რომელიც ადამიანობის რწმენას დაგიბრუნებთ)
imageომების, მიტინგების და პოლიტიკური გადატრიალებების სამყაროში მნიშვნელოვანია ადამიანობა შეინარჩუნო და დაეხმარო სხვას გასაჭირის მომენტში. ზოგჯერ კეთილი საქმის გაკეთება არც თუ ისე რთულია, მაგრამ ადამიანთა უმეტესობას ურჩევნია არ შეიმძნიოს და გვერდზე ჩაიაროს.


წარმოგიდგენთ რამოდენიმე ისტორიას, რომელიც ხშირად კადრს მიღმა რჩება და ხალხს მალევე ავიწყდება, თუმცა სწორედ ეს ისტორიები გვეხმარება ვირწმუნოთ ადამიანთა ჰუმანურობა, ვირწმუნოთ მისი გულის სიღრმე.


ბაბუა დობრიimage


98 წლის ბაბუა დობრი ბულგარეთის სოფელ ბაილოვოში ცხოვრობს. მას ხშირად ნახავთ სოფიის ალექსანდრე ნევსკის ტაძართან, მუდამ ერთი და იგივე დაკონკილ ტანსაცმელში გამოწყობილს. ყოველ დილით ის ადრე დგება და გადის 10 კილომეტრს სოფლიდან დედაქალაქამდე. 2011 წელს მას 97 წელი შეუსრულდა და ის აგრძელებს ადამიანებისათვის თავისი უდიდესი განძის, სიკეთისა და ადამიანობის გადაცემას. ათეულობით წლების განმავლობაში ბაბუა დობრი აგროვებს ფულს ბულგარეთის ტაძრების აღდგენისათვის. სიცივე და ცუდი ამინდი მისთვის დაბრკოლება არაა, მას არც შიმშილი აშინებს და ის არ უბრაზდება უარის მთქმელთ. ეს მოხუცი უდიდესი ადამიანობით გამოირჩევა. ღიმილით აკოცებს ბავშვის ხელს, რომელიც მას ფულს გადასცემს, ადამიანებს მადლობას უხდის დახმარებისთვის, ასევე გამვლელებს ღმერთზე ესაუბრება. ის ღარიბი არაა, მას სურს უცნობების სულები გადაარჩინოს. 2010 წელს ალექსანდრე ნევსკის ტაძრის შესახებ დოკუმენტური ფილმის გადაღებისას ჟურნალისტმა საოცარი ფაქტი აღმოაჩინა, ყველაზე გულუხვი შესაწირი 40 000 ევრო ბაბუა დობრის მიერ არის გაკეთებული. ის ქუჩაში აღებული ფულიდან ცენტსაც კი არ ხარჯავს თავისი კეთილდღეობისათვის, ის მხოლოდ პენსიისთ (100 ევრო) ცხოვრობს. ბაბუა დობრი ასევე სხვა კეთილ საქმეებსაც აკეთებს: მან გადაიხადა ბავშვთა სახლის კომუნალური გადასახადები, როდესაც ის შუქისა და გათბობის გათიშვის ზღვარზე აღმოჩნდა. ის ასევე უსახლკაროებს ეხმარება. (P.S ეს ჩემივე სტატიიდან ამონარიდია, ამიტომ პლაგიატობაში ნუ ჩამითვლით).



მუსიკა – სინათლეა

image

ჯგუფ KoЯn-ის მოსკოვური კონცერტის დროს მაყურებლებმა უცებ ინვალიდი ახალგაზრდა აიტაცეს და სცენასთან ახლოს მიიტანეს, რათა მას კუმირები ახლოდან ენახა.


სუპერგმირები

image


მემფისის სამრეცხაოს თანამშრომლებმა გადაწყვიტეს ბავშვთა ჰოსპიტალ Le Bonheur-ში პატარა დღესასწაული მოეწყოთ. ფანჯრების რეცხვისას ისინი სუპერგმირების კოსტუმებში გამოეწყვნენ. თვითმხილველთა განცხადებით ბავშვები უბედნიერესები იყვნენ, როდესაც მათ სპაიდერმენმა დაუქნია ხელი.


გმირული საქციელიimage


მეხანძრემ თავისი სიცოცხლის რისკის ფასად ახლახან გამოიყვანა ეს კნუტი ცეცხლმოდებული სახლიდან. ის კნუტს ჟანგბადს აძლევს, რათა მან ისევ შეძლოს ნორმალურად სუნთქვა.


კარგი პოლიციელიimage


ნიუ-იორკელმა პოლიციელმა ლარი დეპრიმომ ფეხსაცმელების მაღაზიასთან მჟდომი მოხუცი უსახლკარო დაინახა. პოლიციელი მას დაელაპარაკა ფეხის ზომა გაიგო და ახალი ზამთრის ფეხსაცმელი და წინდები უყიდა, თან ჩაცმაშიც კი დაეხმარა. პოლიციელმა არ იცოდა, რომ მას უღებდნენ. თვითმხილველმა ეს ფოტო პოლიციის დეპარტამენტს გაუგზავნა, რომლებმაც თავის ფეისბუქის გვერდზე ატვირთეს.


რისკიimage


ამ ორმა ნორვეგიელმა ახალგაზრდამ სეირნობისას უცნაური ხმები გაიგო. გაირკვა, რომ წყალში კრავი ჩავარდნილიყო. ახალგაზრდებმა თავისი სიცოცხლე ჩააგდეს რისკში საცოდავი ცხოველის გადასარჩენად.


ღირსეული მოწინააღმდეგეimage


სპორცმენი ეხმარება თავის მოწინააღმდეგეს ფინიშის ხაზის გადაკვეთაში.


სიკეთის აქტიimage


ვიღაცამ გადაწყვიტა უნობისათვის ტკბილეულის ჯიხურთან ხურდა დაეტოვებინა.


მეზობელი გაჭირვებისას იცნობაimage


ქარიშხალ სენდის შემდეგ ათასობით ადამიანი ელექტროობის გარეშე დარჩა. ვისაც კიდევ ჰქონდა ელექტროობა, მას ქუჩაში გამოჰყავდა გამაგრძელებლებით რათა სხვებს დაეტენა მობილური ტელეფონები.


ჯარისკაციც ადამიანიაimage


ეს ჯარისკაცი მრავალსაათიან სმენაშია. ავღანელმა მას ჩაი გამოუტანა, რათა წყურვილისგან ეხსნა.


შენი ხუთ წუთიანი ბრწყინვალება სხვისთვის მთელი სიცოცხლეა.image


სერბეთის ქალაქ პიროტის გიმნაზიის კურსდამთავრებულებმა გადაწყვიტეს უარი ეთქვათ ძვირფას კაბებზე და კოსტიუმებზე, დანაზოგი კი ღარიბებისათვის გადაეცათ. აქციის ფარგლებში მათ 310 000 დინარი შეაგროვეს, რომელიც მძიმედ დაავადებული ბავშვების სამ ოჯახს გადასცეს. შემდეგ მათ ქალაქის ქუჩებში ჩაიარეს მაისურებით, რომლებზეც ეწერა "შენი ხუთ წუთიანი ბრწყინვალება სხვისთვის მთელი სიცოცხლეა".


ჩვენ პასუხისმგებელი ვართ მათზე ვინც მოვითვინიერეთ.image

მამაკაცი წყალდიდობისას მანილაში ლეკვების გადარჩენას ცდილობს.


უფასო სადილიimage


Subway-მ გადაწყვიტა დაეპურებინა უსახლკაროები.


ქიმწმენდა ღარიბებისათვისimage


ქიმწმენდა სთავაზობს უმუშევრებს კოსტუმების უფასო წმენდას, იმ შემთხვევაში თუ მათ გასაუბრებაზე წასვლა სურთ.


მადლიერებაimage

მამაკაცი თავის ფეხსაცმელს უსახლკაროს აძლევს. რიო-დე-ჟანეირო. გოგონა ატირდა.






7
299
7-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
299
  
2013, 2 ივლისი, 8:25
კარგი იყო,ძალიან მომეწონა...
2013, 1 ივლისი, 22:33
ჩვენთან ცოტა რთული წარმოსადგენია ასეთი რამ :)
2013, 1 ივლისი, 22:33
დიდი მადლობა... მიხარია რომ მოგეწონათ :)
2013, 1 ივლისი, 21:29
ძალიან ემოციური იყო
ი კურსდამთავრებულებზე აქაც და სხვაგანაც ეწერა რო თბილისსი მოხდაო და აი თურმე სად
ჩვენ ეგ როგორ დაგვემართებოდა
2013, 1 ივლისი, 21:06
ძალიან კარგი და საინტერესო სტატიაა.
2013, 1 ივლისი, 19:51
როგორც ყოველთვის შენ სიმაღლეზე ხარ! :)
2013, 1 ივლისი, 19:44
მართლა მომეწონა
0 1 7