მსოფლიო ალინა კაბაევა-"ბავშვები მე არ მყავს, ეს მართალია"(+ფოტოები) 2013, 1 ივლისი, 11:01 ცნობილი სპორტსმენის და რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის, ალინა კაბაევას შესახებ გავრცელებული ხმებით, იგი რუსეთის პრეზიდენტის საყვარელია და სწორედ მის გამო დაშორდა ვლადიმერ პუტინი მეუღლეს. ასევე, გავრცელებული ხმების მიხედვით, ალინა კაბაევას ორი შვილი ყავს რუსეთის პრეზიდენტისგან. ალინა კაბაევა იშვიათად იძლევა ინტერვიუს ჟურნალისტებთან. იგი ცდილობს მისდიოს პრინციპს- "ცოტა ილაპარაკე და ბევრი გააკეთე", მაგრამ ვინაიდან კაბაევა საჯარო პერსონაა, მას არ აქვს უფლება, რომ სრულიად უარი თქვას პრესასთან ინტერვიუს მიცემაზე. პირად ცხოვრებაზე საუბარი ალინას არ უყვარს და ხანგრძლივი დროის შემდეგ, მან პირველად მისცა ინტერვიუ ერთ-ერთ რუსულ მედიას, სადაც მან დააზუსტა ფაქტი იმის შესახებ, რომ მას შვილები არ ყავს: "ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ მასწავლა, რომ არავის არ უნდა მივცე უფლება, რომ ჩემს პირად ცხოვრებაში ჩაიხედოს. ვისაც სურს ჩემთან რომ ისაუბროს ჩემს სამსახურზე, ფესტივალზე და სხვა პროფესიულ მომენტებზე, მე თანახმა ვარ, მაგრამ რაც შეეხება პირადს, ერთადერთი რაც მე შემიძლია გითხრათ ბავშვები მე არ მყავს, ეს მართალია." მაგარმ როცა ალინა კაბაევას შეეკითხნენ, რომ შვილებს ატარებდა თუ არა სპორტზე, მან უპასუხა: " რა თქმა უნდა. ბიჭს სად ვატარებ არ ვიცი, მაგრამ გოგონას კი მხატვრულ ტანვარჯიშზე ვატარებ. სპორტი-ეს არის გუნდური სულისკვეთება, პასუხისმგებლობა, დისციპლინა, მეგობრებთან ურთიერთობა, რომელიც ზრდასრულ ადამიანად გაყალიბებს. რაც უფრო მალე მიხვდება ბავშვი ცხოვრებისეულ სიძნელეებს, მით უფრო კარგია. ყოველთვის ბავშვმა უნდა გაიაროს ეს სიძნელეები, ისევ საკუთარი თავის საკეთილდღეოდ." 180 4-ს მოსწონს
|