x
image
hamunaptra1990
ჟირინოვსკის უკრაინაში კომბოსტო ესროლეს(+ვიდეოები)

image
ინტერნეტში გავრცელდა ვიდეორგოლები, რომლებშიც ჩანს თუ როგორ ესროლეს რუსეთის ლიბერალურ დემოკრატიული პარტიის ლიდერს, ვლადიმერ ჟირინოვსკის მჟავე კომბოსტო.

ეს ინციდენტი მოხდა კიევში, პრესსკონფერენციაზე, როდესაც გოგონა ჟურნალისტის სახელით შეიჭრა დარბაზში სიტყვებით "უკრაინაფობი! შოვინისტი!" და მოულოდნელად დაუწყო მჟავე კომბოსტოს სროლა. ეს კი იმიტომ გააკეთა გოგონამ, რომ ჟირინოვსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა უნდა გაწევრიანდეს საბაჟო კავშირშიო.

გოგონა სასწრაფოდ გაიყვანეს დარბაზიდან გამწარებული ჟირინოვსკის ყვირილის ფონზე: "გაიყვანეთ სასწრაფოდ დარბაზიდან ეს ნაგავი! შიზოფრენიკი!" იგი ვერ წყნარდებოდა მას შემდეგაც რაც გოგო დარბაზიდან გააძევეს და ამბობდა: "ეს არის თქვენი დემოკრატია-ესროლოთ და დაამციროთ ვინმე! კომბოსტო სჯობს ბომჟებს მისცეთ, ისინი შიმშილობენ!"

ამასთანავე რუსი პოლიტიკოსი დაემუქრა თავის დაცვას: "დაცვა! მე თქვენ იმიტომ აგიყვანეთ, რომ იმუშაოთ, თუ არადა გაგაგდებთ! ერთი სულელი გოგო ვერ გაგიგდიათ!" ამის მერე კი მან განაგრძო თემა "რუსეთი-უკრაინა: ევროპელი მეზობელი თუ სლავური ალიანსი?"


ვიდეოებში კარგად ჩანს როგორ მოხვდა ჟირინოვსკის კომბოსტო და ასევე მისი ემოციები. იხილეთ ვიდეორგოლები:



1
52
6-ს მოსწონს
ავტორი:hamunaptra1990
hamunaptra1990
52
  
2013, 5 თებერვალი, 14:55
აჰ, კობას არ გააგონოთ, დავითაშვილს.

მეგობრობენ და ეწყინება.
0 1 1