სასარგებლო პროდუქტები ყველაზე საბედისწერო საჭმელი 2013, 29 ივნისი, 9:26 მოგეხსენებათ, მსოფლიოს სხვადასხვა ადგილი თავისებური სამზარეულოთი ხასიათდება. ამჯერად ვეცდები გაგაცნოთ 10 ყველაზე საბედისწერო საჭმელი მთელს მსოფლიოში.
10) შემწვარი ტარანტული ![]() შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ ეს მსოფლიოს ერთერთი ყველაზე შხამიანი ობობა კამბოჯაში დელიკატესად ითვლება. 9) თევზი ფუგუ ![]() ეს სასაცილო თევზი ფუგუ იაპონიაში დელიკატესად ითვლება. იგი ზღვის ან მტკნარი წყლის ბინადარი თევზია, ხორკლიანი კანით. მზარეული მის მომზადებაში გამოცდილი თუ არ აღმოჩნდება, შესაძლებელია ეს თქვენი უკანასკნელი სადილი აღმოჩნდეს. 8) დამპალი, მატლიანი ყველი ![]() ეს გახლავთ იტალიური დელიკატესი, რომელიც ჩვეულებრივი ცხვრის ყველია. მას უბრალოდ ალპობენ, რის შედეგადაც ყველას მატლები უჩნდება. სწორედ ამის შემდეგ ითვლება იგი დელიკატესად, მაგრამ ჭამის წინ კარგად უნდა გარეცხოს. ჭამის დროს მატლი თუ შეგყვებათ, მინიმუმ, კუჭ-ნაწლავის დაავადებები გარანტირებული გაქვთ. 7) ღორის ნაწლავი ![]() მას მიირთმევენ როგორ შემწვარს, ასევე ორთქლში გამოყვანილს. ღორის ნაწლავის გარდა ცხვრის ნაწლავიც დელიკატესად ითვლება. იგი ესპანური დელიკატესია და კარტოფილ ფრისთან ერთად მიირთმევენ. 6) ჩიტის ბუდის წვნიანი ![]() ჩიტის ბუდისაგან მომზადებული წვნიანი ჩინურ დელიკატესად ითვლება. იგი მსოფლიოში ერთერთ ყველაზე ძვირადღირებულ კერძად ითვლება და ერთი პორციის ფასი 30100 ამერიკულ დოლარს შეადგენს. 5) იხვის კვერცხი ემბრიონით ![]() ეს გახლავთ გარემოვაჭრეთა საყვარელი პროდუქტი. მას მიირთმევენ კამბოჯაში, ვიეტნამსა და ფილიპინებში. მის სამშობლოდ კი ფილიპინები არის მიჩნეული. იხვის კვერცხს მიირთმევენ მარილით, ნივრით, წიწაკით, ძმრითა და ლაიმის წვენით (ლიმნის ნაირსახეობა). 4) ზვიგენის დამპალი ხორცი ![]() ზვიგენის ეს ახალი ხორცი მომწამვლელია, ამიტომ მას 4-5 თვის განმავლობაში ინახავენ და მხოლოდ ამის შემდეგ იყენებენ საკვებად. იგი ისლანდიური დელიკატესია. მისი საზიზღარი სუნის შეგრძნების შემდეგ, მეეჭვება, მისი დაგემოვნების სურვილი გაგიჩნდეთ, მაგრამ როგორც ამბობენ საკმაოდ გემრიელია. არსებობს ორი სახის: წითელი და თეთრი ხორცი. 3) ცოცხალი რვაფეხა ![]() ამ კერძის დაგემოვნება ყველას არ შეუძლია. მოგეხსენებათ, კორეა განთქმულია უმი თევზის ჭამით, მაგრამ ეს მეტისმეტია. უმი რვაფეხას ჭამა მხოლოდ შეჩვეულ ადამიანს შეუძლია, რადგან მისი მაგარი ხორცი სწრაფად უნდა დაიღეჭოს. მისმა მოძრავმა საცეცებმა, რომლებსაც შემწოვი ზედაპირი აქვთ, შეიძლება ყელი და მტელი პირის ღრუ დაგიზიანოთ. 2) ველური ყავა ![]() ეს არის ერთერთი ყველაზე ძვირადრირებული ყავა. ერთი კილოგრამის ფასი 350 ამერიკული დოლარია. მისი სათანადო მოუმზადებლობის შემთხვევაში, კუჭ-ნაწლავის დაავადებები გარანტირებული გაქვთ. მას ამზადებენ ფილიპინებში, ინდონეზიასა და ვიეტნამში, მაგრამ მის სამშობლოდ მაინც ინდონეზია ითვლება. 1) 1000 წლის დაძველებული კვერცხი ![]() ათასწლიანი დაძველების კვერცხი ჩინური დელიკატესია.ეს გახლავთ იხვის ან მწყრის იშვიათი გემოს მქონე კვერცხი. ისინი თიხაში, ნაცარში ან მარილში ინახება, რის გამოც კვერცხი იცვლის ფერს (გარედაშ შავი, ხოლო სიგნით ნაცრისფერი). კვერცხები დამატებითი მომზადების გარეშე იჭმევა. დაჭრილ კვერცხს ტაივანში ბრინჯთან ერთად მიირთმევენ. 828 15-ს მოსწონს
|