სხვა ცხრა ყველაზე უცნაური გადასახადი 2013, 28 ივნისი, 17:04 რა არის გადასახადი?
ზოგადი გაგებით, გადასახადი არის თანხა, რომელსაც ფიზიკური თუ იურიდიული პირი უხდის სახელმწიფოს.
არსებობს ძალიან უცნაური გადასახადები. გაგაცნობთ მსოფლიოს ცხრა ყველაზე უცნაურ გადასახადს:
9. გადასახადი ტატუზე და პირსინგზე. გადასახადი შემოიღეს არკანზასის შტატში (აშშ), 2005 წელს. გადასახადის ოდენობა განისაზღვრება 6%-ით. 8. ლოთობის გადასახადი. გადასახადი შემოიღეს რუმინულ ქალაქ რომანში. 7. თაბაშირის გადასახადი. გადასახადის გადამხდელები არიან ავსტრიის სამთო მოთხილამურეები. გადასახადი მას შემდეგ შემოიღეს, რაც სტატისტიკოსებმა დათვალეს, რომ წელიწადში საშუალოდ 150 000 ტრავმას ჰქონდა ადგილი. 6. ჩრდილის გადასახადი. შემოიღეს ვენეციაში 1993 წელს 5. გადასახადი ღვეზელზე. შემოიღეს ნიუ-იორკში 2010 წელს. 4. ტკბილეულის გადასახადი. სხვა საკვები პროდუქტებისგან განსხვავებული გადასახადი შემოიღეს ილინოისის შტატში (აშშ), 2009 წლის სექტემბერში. მისი მიზანი იყო მზარდი ტკბილეულის მოხმარების შემცირება. 3. ბარბექიუს გადასახადი. გადასახადი დაწესდა ბელგიის ფრანგულენოვან რეგიონ ვალონში 2007 წელს. გადასახადი შემოიღეს ექსპერტების დასკვნის საფუძველზე, რომლის თანახმადაც ბარბექიუს მომზადება ხელს უწყობს გლობალური დათბობას. 2. გადასახადი საქონლის გაზზე. გადასახადი, რომელიც 2008 წელს შემოიღეს, ძალიან დაამწუხრა ესტონელი ფერმერები. გადასახადის შემოღებას საფუძვლად დაედო ეკოლოგების დასკვნა, რომლის მიხედვით საქონლის ემიტირებული მეთანი 20-ჯერ უფრო მეტად სახიფათოა, ვიდრე ნახშირორჟანგი. გადასახადმა რამდენიმე კვირა იარსება. 1. გადასახადი ქორწინების ოფიციალურად გაუფორმებლობაზე. გადასახადი შემოიღეს ჩინეთის საპორტო ქალაქ ტიანძინში. წყვილი, რომელიც ოფიციალური ქორწინების გარეშე ცხოვრობს, ყოველწლიურად იხდის 120 აშშ დოლარის ოდენობის (1 000 ჩინური იუანი) გადასახადს. 408 6-ს მოსწონს |
ვფიქრობ რომ სამართლიანია