x
image
მოზამბიკელი
მოდი თავიდან დავიწყოთ. . .

imageმოდი თავიდან გავიცნოთ ერთმანეთი, თავიდან ჩამოვართვათ ხელი, თავიდან ვისწავლოთ ერთმანეთის თვალებში ხეტიალი, ერთმანეთის ფიქრებისა და განცდების გამოცნობა. როგორც პირველად, ახლაც სათუთად შევეხეთოთ ერთმანეთის ტუჩებს და კიდევ ერთხელ ვიგრძნოთ "პირველის: განუმეორებელი გემო. მოდი, შევახვედროთ მზერა მზის სხივებს, როგორც მაშინ ... სველი გრძნობები გავფინოთ თოკზე გასაშრობათ, თავი დავუკრათ სიყვარულს და გავხდეთ მისი მარადიული, ერთგული მსახურნი. მოდი ყველაფერი თავიდან დავიწყოთ, თავიდან შევიყვაროთ ერთმანეთი, შევაერთოთ ჩვენი სულები, გულები და სხეულები. გადავსახლდეთ უსასრულობაში და უფრთებოდ ვიფრინოთ.

მოდი... ხელი მომხვიე, გაგვაბრუოს ისევ ერთმანეთის სურნელმა და სუნთქვამ, დაჰბეროს სიყვარულის ქარმა და გაგვიტაცოს.

0
39
4-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
39
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0