კომუნიკაციები რობოტი,რომელიც ავადმყოფი ბიჭუნას მაგივრად დადის სკოლაში(ვიდეო) 2013, 28 ივნისი, 7:04 სკოლა უნიჩესტერის (ა.შ.შ.-ნიუ-იორკის შტატი)დაწყებითი სკოლის მოწაფეებს შორის შეხვდებით 120 სანტიმეტრის სიმაღლის თეთრ რობოტს.როგორც აღმოჩნდა ტექნიკა ემსახურება სკოლის ერთ-ერთ მოწაფეს დევონ ქეროუს, რომელიც ვერ დადის სკოლაში ავადმყოფობის გამო.რობოტის მეშვეობით დევონი ეკონტაქტება თანატოლებს და ესწრება გაკვეთილებს, ბიჭუნას სერიოზული კვებითი ალერგია აქვს, იგი სიკვდილ-სიცოცხლის პირას იყო, მისთვის არ შეიძლება არა თუ რძის პროდუქტების მიღება, არამედ მათი სუნიც კი.აღსანიშნავია, რომ თანაკლასელებისთვის 7 წლის დევონი რობოტთან ასოცირდება.რობოტი დაამზადა ამერიკულმა კომპანია VGo Communications-მა 420 5-ს მოსწონს |
კარგი სტატიაა.